დავით მაისაშვილი: ,,გორში ფეხბურთი უყვართ, ამ ატმოსფეროში თამაში სასიამოვნო იქნება”

დავით მაისაშვილი: ,,გორში ფეხბურთი უყვართ, ამ ატმოსფეროში თამაში სასიამოვნო იქნება”

,,დილას” ახალწვეულმა ცენტრალურმა  მცველმა, დავით მაისაშვილიმა კლუბში  გადმოსვლის შემდეგ ჩვენს საიტს  პირველი ინტერვიუ მისცა

– დავით მოგესალმებით პირველ რიგში გილოცავ და წარმატებებს გისურვებთ, უპირველესად საინტერესოა რა იყო შენი ამ გადაწყვეტილების საფუძველი რომ კარიერა ჩვენს კლუბში  გაგეგრძელებინა?

–  პირველ რიგში ეს გადაწყვეტილება კლუბის გეგემება მიმაღებინა,  ამ გუნდს აქვს კარგი  ინფრასტრუქტურა, გორში სტადიონი მეტწილად სავსეა, აქ უყვართ ფეხბურთი და კლუბის ხელმძღვანელობასაც სურს, გუნდი ჩემპიონატში ამბიციურ ძალად აქციოს, მჯერა რომ შემიძლია ვიყო  ამ   ამბიციური გეგმების ნაწილი  და ,,დილასთან” ერთად წარმატებას მივაღწიო.

– შევეხოთ გუნდთან ადაპტირების პროცესს, რამდნიმე ახალწვეული შენი თანაგუნდელია, მათ გარდა თუ მეგობრობ ვინემსთან ვინც აქ დაგხვდა და ზოგადად რამდენად სწრაფად ადფტირდები ახალ გუნდში მისვლისას ? 

-,,კი, ბევრ აქ მყოფ ფეხბურთელს ვიცნობ და ეს ამ კუთხით ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანი ფაქტორია, ჩემი ასაკისა და გამოცდილების გათვალისწინებით, ვფიქრობ ადაპტირების პროცესი ისედაც არ უნდა გამიჭირდეს, რადგან არაერთ გუნდში მაქვს ნათამაშები და ახალ გუნდებში ადაპტირებას თითქმის უპრობლემოდ ვახერხებ”

— შევეხოთ გულშემატკივრის ფაქტორს, როგორ შეაფასებ მათ როლს და რას ეტყოდი ახალი კლუბის გულშემატკივრებს?

 -ამ ქალქში გულშემატკივრი სასიამოვნო ატმოსფეროს ქმნის, ამას ემატება კარგი ინფრასტრუქტურა და ასეთ გარემოში თამაში ძალიან სასიამოვნოა, შევეცდები თითოეული გულშემატკვირის იმედის გაასამართლებლად ბოლომდე დავიხარჯო.

 

 

2020-01-10T15:44:01+00:00