დავით ხურცილავა: ,,ამის გახსნებაზე დღემდე ჟრუანტელი მივლის”

დავით ხურცილავა: ,,ამის გახსნებაზე დღემდე ჟრუანტელი მივლის”

როგორც უკვე იცით, დღეს ზუსტად 5 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც ჩვენმა გუნდმა,არსებობის ისტორაში პირველად მოიპოვა საქართველოს ჩემპიონის ტიტული

ამ დღესთან დაკავშირებით ჩვენი კლუბის ცენტრალურმა მცველმა, დავით ხურცილავამ ისაუბრა, რომელიც 5 წლის წინაც ჩვენი კლუბის ღირსებას იცავდა და განაცხადა რომ  ეს დღე მისთვის დღემდე ემოციურია

,,2015 წლის 13 მაისს ,,დილა” სამტრედიაში გაჩემპიონდა, მაშინ ეს იყო უსაზღვრო ემოციების დღე არა მხოლოდ ბიჭებისთვის არამედ ზოგადად ქალაქისა და რეგიონის მოსახლეობისთვის, ვხედავდი როგორ ზეიმობდა ყველა ჩვენს ამ წარმატებას. იმდენად ემოციური დღე იყო პირადად ჩემთვის, რომ დღესაც, როცა ამ ყველაფერს ვიხსენებ ტანში ჟრუანტელი მივლის. ვიმედოვნებ იგივე წარმატებს კლუბთან ერთად მომავალშიც გავიმეორებ-  გვითხრა ხურცილავამ

2020-05-13T18:20:25+00:00