დანილო კანევცევი ,,დილას” ფეხბურთელია

დანილო კანევცევი ,,დილას” ფეხბურთელია

25 წლის უკრაინელი მეკარე დანილო კანევცევი კარიერას ,,დილაში” გააგრძელებს. ფეხბურთელი უკვე საქართველოშია და გუნდთან ერთად ვარჯიშობს.  მისი სიმაღლე 187  სანტიმეტრია

კარიერა

დანილო კანევცევს მთელი კარიერა ურკაინაში აქვს გატარებული. მისი პირველი კლუბი  ხარკოვის მეტალისტი იყო, რომლიდანაც კარიერა ჯერ ,,ჩერნომროეცში” შემდეგ კი ,,ვორსკლაშ” გააგრძელა. ჩვენს კლუბში  წამოსვლამდე კი იგი კვლავ მშობლიურ კლუბს – მეტალისტს  დაუბრუნდა და უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყებამდე  იქ ასპარეზობდა. დანილო კანევცევს უკრაინის 21 წლამდე ნაკრებში 3 მატჩი აქვს ჩატარებული. 

2022-03-31T15:22:55+00:00