დემეტრე ბულისკერია დილას ფეხბურთელია

დემეტრე ბულისკერია დილას ფეხბურთელია

21 წლის მეკარე დემეტრე ბულისკერია კარიერას ,,დილაში” გააგრძელებს, ახალგაზრდა კარის დარაჯმა ჩვენს კლუბთან 3 წლიანი ხელშეკრულება გააფორმა. დიმამ გასული სეზონი ეროვნული ლიგა  2 კლუბ  თბილისის ,,მერანში” დაიწყო  და ელიგა 2 ეგიდით 11 შეხვედრა ჩაატარა, სეზონის მეორე ნაწილი კი ლიგა სამის ბინადარ ,,დიდიუბეს” რიგებში იასპარეზა. დემეტრე თბილისის დინამოს აკადემიის აღზრდილია, მას ასევე უთამაშია თბილისის ლოკომოტივისა და ქუთაისის ტორპედოს რიგებში. ბულისკერია სხვადასხვა დროს საქართველოს 17- 19  და 21 წალმდე ნაკრებების წევრი იყო.

2021-12-31T22:51:39+00:00