დილამ თურქული შეკრება გამარჯვებით დაიწყო !

დილამ თურქული შეკრება გამარჯვებით დაიწყო !

დღეს დილამ თურქულ შეკრებაზე, პირველი ამხანაგური  მატჩი გამართა და გამარჯვებით დაასრულა.

ჩვენი გუნდის მეტოქე ყაზახური ,,აკჟაიკი” იყო რომელსაც დილამ 2 უპასუხო ბურთი გაუტანა,პირველი გოლი პირველი ტაიმის 25 წუთზე ალვინ ფორტესმა გუნდის კაპიტნის, ლუკა რაზმაძის პასით გაიტანა, მეორე გოლი კი შეხვედრის მიწურულს ანდრეი ტიტოვმა გაიტანა და საბოლოო ანგარიში, 2-0  დააფიქსირა.

დილამ ასეთი შემადგენლობით ითამაშა :

ლუკა გუგეშაშვილი,

გურამ გიორბელიძე

ბაქარ მირცხულავა 

გია ჩადუნელი 

თორნიკე გრიგალაშვილი

გიორგი კუცია

ლუკა რაზმაძე 

ლევან ნონიკაშვილი

ფილიპე პაიმი 

ალვინ ფორტესი

ანდრეი ტიტოვი

დილა თურქულ შეკრებაზე, მორიგ სპარინგ მატჩს 14  თებერვალს,  უკრაინიულ დნიპროსთან გამართავს.

 

2019-02-11T20:45:32+00:00