,,დილამ” თურქულ შეკრებაზე რუსული ,,ყუბანი” დაამარცხა

,,დილამ” თურქულ შეკრებაზე რუსული ,,ყუბანი” დაამარცხა

თურქულ შეკრებზე მყოფმა დილამ დღეს პირველი ტესტ – მატჩი გამართა და რუსულ კრასნოდარის ყუბანს 1:0 სძლია.  შეხვედრაში ერთადერთი გატანილი გოლის ავტორი, ჩვენი კლუბის კენიელი ნახევარმცველი ამოს ნონდი  გახდა, გოლის გარდა კი დილას სათამაშო უპირატესობაც გამოხატულად ჰქონდა, რაც არაერთ მომენტში აისახა. რაც შეეხება შემადგენლობას, ამ მატჩი ჩვენი გუნდის სასტარტო შემადგენლობა ასეთი იყო:

გუგეშაშვილი,  ხურცილავა, მაისაშვილი, ჩიტეიშვილი, ვანდერსონი, გაგნიძე, ნონდი, ბიძინაშვილი, ღუდუშაური, ბუღირიძე, კაპანაძე. 

დილა  მომდევნო შეხვედრას 11 თებერვალს უზბეკურ ქიზილქუმთან” ჩაატარებს ჯამში კი, თუქულ შეკრებზე კიდევ 3 შეხვედრა გვექნება.

2021-02-08T22:10:09+00:00