დილამ მესამე წრე დინამოსთან მოგებით დაასრულა

დილამ მესამე წრე დინამოსთან მოგებით დაასრულა

დღეს ეროვნული ლიგის 27-ე ტურის მატჩში დილამ თბილისის დინამოს უმასპინძლა.

შეხვედრის პირველი წუთები დილამ აქტიურად დაიწყო და რამდენჯერმე სახიფათოდაც შეუტია, თუმცა დამაგვირგვინებელ ფაში ზუსტად ვერ მოქმედებდა.

მე-20 წუთიდან კი უპირატესობას სტუმრებმა მოიპოვეს და შეტევაში  გააქტიურდნენ, თუმცა, შეტევების ზუსტად დასრულებას ვერც ისინი ახერხებდნენ და საბოლოოდ  ტაიმი უგოლოდ დასრულდა.

შეხვედრის ერთადერთი გოლი მეორე ტაიმში გავიდა, შეხვედრის 74-ე წუთზე დილამ კონტრშეტევა წამოიწყო, რომელიც ლეანდრო რიბეირომ განავითარა, თუმცა მცველებმა მას ბურთი აართვეს, პრესინგზე ლევან ნონიკაშვილმა ითამაშა შესანიშნავად, ბურთი დაიბრუნა და ფლანგზე გიორგი  კორიფაძეს გაატანა, რომელმაც თავის მხრივ მიკოლა კოვტალიუკს ბურთი საჯარიმოში გადააწოდა და მასაც აღარ გასჭირვებია გატანა, 1-0.

იხილეთ გოლი

მიკოლა კოვტალიუკი

მიკოლა კოვტალიუკის მიერ გატანილი გამარჯვების გოლი თბილისის დინამოს კარში <3

Posted by FC Dila Gori on კვირა, 30 სექტემბერი, 2018

 

ამ გამარჯვებით დილამ ცხრილში  48 ქულა დააგროვა, ცხრილში მესამე პოზიცია გაიმყარა და მეორე ადგილოსან დინამოსთან  ჩამორჩენა 7 ქულამდე შეამცირა.

ამ მატჩით დილამ მე-3 წრე დაასრულა, მომდევნო შეხვედრას კი 3 ოქტომბერს ქუთაისში ადგილობრივ ტორპედოსთან  ჩაატარებს.

2018-09-30T22:44:49+00:00