დილამ ყაზახური ,,ქასპი” დაამარცხა

დილამ ყაზახური ,,ქასპი” დაამარცხა

თურქულ შეკრებაზე დილამ მორიგი ამხანაგური მატჩი  გამართა და ყაზახური ქასპი  2-1 დაამარცხა. შეხვედრაში ანგარიში  პირველი  ტაიმის 25-ე წუთზე, ლევან ნონიკაშვილმა გახსნა, ტაიმის უკანასკნელ წუთზე ყაზახებმა გაათანაბრეს, 1-1, საბოლოო ანგარიში კი შეცვლაზე შემოსულმა ალვინ ფორტესმა მეორე ტაიმის ბოლოს დააფიქსირა.

მომდევნო მატჩს ,,დილა” 20 თებერვალს  ტირასპოლის ,,შერიფთან” გამართავს, რითაც თურქულ შეკრებას დაასრულებს და საქართველოში დაბრუნდება.

2019-02-18T20:40:48+00:00