,,დილამ” შეკრება დაასრულა და სამშობლოში დაბრუნდა

,,დილამ” შეკრება დაასრულა და სამშობლოში დაბრუნდა

დილამ თურქული შეკრება დაასრულა და სამშობლოში დღეს, გამთენიისას დაბრუნდა. ახლა ანდრეიმ  დემჩენკოს გუნდი  სამშობლოში მზადების ბოლო ფაზას გაივლის და 28 თებერვალს გასამართი  ეროვნული ლიგის სასტარტო მატჩისთვის მოემზადება, სადაც ,,შუქურას” წინააღმდეგ ვითამაშებთ.

მზადება საქართველოში 

დილამ ახალი სეზონისთვის მზადება გორის ,,გორთან” მატჩით დაიწყო და მეტოქეს 5:0 სძლია

მოსამზადებელი ეტაპის მეორე შეხვედრაში ,,გარეჯს” 7:0 მოვუგეთ .  თურექთში გამგზავრებამდე ბოლო მატჩში კი თბილისის ,,ვიტჯორჯიასთან” 1:2 დავთმეთ

   იხილეთ მატჩის მიმოხილვა 

 

მზადება თურქეთში

შეკრების მეორე ეტაპი გუნდმა ანტალიის რეგიონ ,,ლარაში ” განაგრძო და 5 ამხანაგური მატჩიდან 4 – ში იმარჯვა.

თურქული შეკრების პირველა მატჩში, ჩვენმა გუნდმა რუსული ,,ყუბანი” დაამარცხა 

იხილეთ მატის მიმოხილვა

 

შეკრების მეორე შეხვედრაში  დილა  უზბეკურ ,,ქიზილქუმთან დამარცხდა.

იხილეთ მატჩის მიმოხილვა 

შემდგომი სათამაშო დღე დილას 2 მატჩიანი ჰქონდა. პირველ შეხვედრაში ბორისოვოს ბატეს ვძლიეთ.

იხილეთ მიმოხილვა

დღის მეორე მატჩში კი რუსული ,,ჩერტანოვო” დაცვამარცხეთ.

იხილეთ მიმოხილვა

საქართველოში  გამომგზავრებამდე გუნდმა ბოლო მატჩი ყაზახურ ,,ტობოლთან” ჩაატარა  და მეტოქე 1:0 დაამარცხა.

იხილეთ მიმოხილვა

2021-02-19T19:09:27+00:00