დილას ანდრეი დემჩენკო გაწვრთნის

დილას ანდრეი დემჩენკო გაწვრთნის

ჩვენი გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი, 44 წლის უკრაინელი სპეციალისტი, ანდრეი დემჩენკო იქნება. დილასა და ანდრეის შორის 2 წლიანი კონტრაქტი გაფორმდა. დემჩენკომ სამწვრთნელო კარიერა ზაპოროჟიის ,,მეტალურგის” ასაკობრივ გუნდში დაიწყო, შემდეგ კი საქმიანობა უზბეკურ ,,ობოდში განაგრძო, ბოლოს კი ხარკოვის ,,მეტალისტში ჯერ მთავარი მწვრთნელის ასისტენტად მოღვაწეობდა, 2019-20 წლების სეზონში კი ამავე გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე დაინიშნა. მისი ხელმძღვანელობით ხარკოველებმა 26 მატჩი ჩაატარეს, საიდანაც 13 მოიგეს, 5 ფრედ დაასრულეს და 8-ჯერ დამარცხდნენ.

ანდრეი დემჩენკო სტატისტიკურად ყველაზე მეტჯერ 4-1-4-1 სქემას იყენებს. გარკვეულ მატჩებში 4-3-3 და 4-2-3-1 ტაქტიკურ სქემებსაც მიმართავს. ვულოცავთ ანდრეის ჩვენი კლუბის მთავარ მწვრთნელად დანიშვნას და წარმატებებს ვუსურვებთ.

2020-12-31T15:02:00+00:00