დილას გულშემატკივრების წარმატება ქომაგების ტურნირზე

დილას გულშემატკივრების წარმატება ქომაგების ტურნირზე

ვაკეში არსებულ მინი სტადიონზე ქართული სპორტის ქომაგების მიერ ორგანიზებული შიდა ტურნირი გაიმართა, რომელშიც ქართული სპორტის ქომაგებისგან დაკომპლექტებული 6 გუნდი გამოდიოდა, მათგან 4 თბილისის, ხოლო თითო გორისა და რუსთავის წარმომადგენელი იყო.

,,ქომაგების” გორელმა წარმომადგენლებმა, რომლებიც ამავდროულად გორის დილას ოფიციალური ფანკლუბის, ,,ლომკაცების” წევრებიც არიან, წარმატებით იასპარეზეს.

გორელი გულშემატკივრების გუნდმა ფინალში გააღწია, სადაც ,,31″ -სახელით მოასპარეზე გუნდს 5:3 მოუგო და ტურნირის გამარჯვებული გახდა.

გორელთა მხრიდან გოლები ქავთარაძემ, (3) ჩიხლაძემ და ხათაშვილმა გაიტანეს. 

ჩვენი გუნდი ულოცავს კლუბის გულშემატკივრებს აღნიშნულ გამარჯვებას და უსურვებთ წარმატებებს, მსგავსი სახის სხვა ტურნირებში.

2018-06-04T14:23:54+00:00