დილას გულშემატკივრებს კლუბის ეკიპირება გადაეცათ

დილას გულშემატკივრებს კლუბის ეკიპირება გადაეცათ

ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის დაფინანსებით, ჩვენმა გუნდმა, ფან კლუბის წევრებისთვის jako-ს ფირმის, ,,დილას” ეკიპირება შეიძინა, რომლის დიზაინიც თავად ფანკლუბის წევრების უშუალო მონაწილეობით შეირჩა.

აღნიშნული ეკიპირება დილას ოფიციალურ ფან კლუბს პირველ ივნისს გადაეცა. 

გორის ,,დილა” მადლობას უხდის ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდს, ფინანსური მხარდაჭერისთვის და კლუბის გულშემატკივრებს პროცესში ჩართულობისთვის. 

2018-06-03T00:11:20+00:00