დილას კიდევ ერთი დებიუტანტი – გიორგი თავყელიშვილი: ,,ძალიან ბედნიერი ვარ”

დილას კიდევ ერთი დებიუტანტი – გიორგი თავყელიშვილი: ,,ძალიან ბედნიერი ვარ”

გუშინ  წყალტუბოს სამგურალის წინააღმდეგ მოგებულ შეხვედრაში, ჩვენი კლუბის  18 წლის ნახევარმცველის – გიორგი თავყელიშვილის დებიუტი შედგა, გიორგი თამაშში მატჩის მიწურულს უსმანე კამარას ნაცვლად ჩაერთო. მატჩის შემდეგ გიორგიმ თავისი ემოციები გაგვიზიარა და გვითხრა, რომ ეს მისთვის სასიამოვნო სიურპრიზი იყო.

,,ძალიან გახარებული ვარ, ახალგაზრდული ასაკიდან გამომდინარე ეროვნული ლიგის ეგიდით თამაში ჩემთვის მოულოდნელი სიურპრიზი იყო. მინდა ანდრეი დემჩენკოს და სამწვრთნელო შტაბს ნდობისთვის მადლობა გადავუხადო, ჩვენს გუნდს მნიშვნელოვანი ამოცანა აქვს წინ, დაგვრჩა 5 ფინალი იმისთვის რომ კონფერენს ლიგის საგზური მოვიპოვოთ და მთელი გუნდი ამაზე ვართ კონცენტრირებული”  – გვითხრა გიორგიმ

გიორგის სადებიუტო წუთები 

2021-10-25T18:21:13+00:00