„დილას“ ნულოვანი ფრე „ცხინვალთან“

„დილას“ ნულოვანი ფრე „ცხინვალთან“

საქართველოს XXVII ეროვნული ჩემპიონატის მორიგ ტურში გორის „დილა“ სტუმრად თბილისში „ცხინვალს“ ეთამაშა და მოწინააღმდეგესთან დაძაბულ ბრძოლაში ნულოვან ფრეს დაჯერდა.

აღსანიშნავია, რომ თამაშმა საკმაოდ სწრაფ ტემპში ჩაიარა, თუმცა ძირითადად მასპინძლები გამოირჩეოდნენ და პირველ რიგში, მათ შეეძლოთ არაერთი გოლის გატანა. უნდა გამოირჩეს გორის „დილას“ კარის დარაჯი მიხეილ მუჯრიშვილი, რომელმაც მთელი მატჩი ძალიან მაღალ დონეზე ჩაატარა და მეტოქეს რამოდენიმეჯერ სწორედ მან შეუშალა ხელი და თავის გუნდს ქულა მოუტანა.

შეხვედრა „ცხინვალელთა“ უპირატესობით დაიწყო. მე-5’ წუთზე გორელებმა ბურთი საკუთარი კარის სიახლოვეს დაკარგეს და ამით ლამის მეტოქემ ისარგებლა. ქოჩლაძის დარტყმა სახიფათო, თუმცა არაზუსტი გამოდგა.

აღნიშნულმა თავდამსხმელმა კიდევ რამოდენიმეჯერ შეძლო ხიფათის შექმნა. ჯერ მე-9’ წუთზე ფლანგიდან ცერცვაძის მიერ ჩაწოდებული ბურთი ზუსტად ვერ დაარტყა, შემდეგ მომენტებში უკვე „დილას“ კარის დარაჯს ვეღარ ჯობნიდა და მუჯრიშვილი მის წინააღმდეგ ბრწყინვალედ ირჯებოდა.

მე-10’ წუთზე სახიფათო საჯარიმო დარტყმა კაკუბავამ შეასრულა, რომელიც მუჯრიშვილმა ბრწყინვალე ნახტომით მოიგერია.

მე-14’ წუთზე უკვე გორელებმა შეუტიეს ძალიან სახიფათოდ. მაშუკოვმა ფლანგზე იაქტიურა და სისწრაფეში მეტოქე დაჯაბნა, თუმცა ბოლოს თანაგუნდელს ზუსტი გადაცემა ვეღარ გაუკეთა და ეს მომენტი გაფუჭდა.

მე-20’ წუთზე ლექვთაძე გარღვევის შემდეგ, ქოჩლაძეს კარგ გადაცემას აძლევს, რომელიც ახლო მანძილიდან კარგად და ზუსტად ურტყამს, მაგრამ ამჯერადაც „დილას“ მეკარემ იყოჩაღა და მოიგერია მისი დარტყმული. ექვს წუთში რეალური მომენტი ჰქონდათ მასპინძლებს, როდესაც გორგიაშვილის ფლანგიდან ჩაწოდებულზე ლექვთაძე მეკარესთან პირისპირ მყოფი ახლო მანძილიდან ურტყამდა, მაგრამ მეკარეს ზუსტი პოზიცია ჰქონდა შერჩეული და ადგილზე დაუხვდა ბურთს.

29’-ე წუთზე მაშუკოვის მეტოქის საჯარიმოში შერბენის შემდეგ, ბურთს ფალავანდიშვილს უგორებს, რომელიც შორიდან დიდი მანძილით აცდენს მიზანს. მალევე ჩელებაძემაც შორიდან ცადა გოლის გატანა, მაგრამ მისი მცდელობაც არაზუსტ იყო.

მე-40’ წუთზე კვირკველიამ მოწოდებულ კუთხურს თავი დაუხვედრა, მაგრამ მისი დარტყმა არაზუსტი გამოდგა. ბოლო წუთებზე კი ჯაფარიძემ შორიდან არაზუსტად დაარტყა და ამით პირველი ტაიმიც დასრულდა.

მეორე ნახევარში სტუმრებმა თამაშის ხარისხი გამოასწორეს და ცხინვალელთა უპირატესობა ასეთი გამოკვეთილი აღარ იყო. დასაწყისშივე მარცვალაძემ დაარტყა არაზუსტად. შემდეგ ფალავანდიშვილმაც ცადა შორიდა და მისიც არაზუსტი გამოდგა.

68’-ე წუთზე ძალიან ხელსაყრელი მომენტი ჰქონდათ გორელებს, როდესაც სამხარაძის საჯარიმოში ჩაწოდების შემდეგ, მარცვალაძე მარტოდ მყოფი ურტყამდა კარის მიმართულებით, თუმცა მახვილი კუთხიდან მიზანს ააცდინა.

შემდეგ თამაში ძირითადად მოედნის ცენტრში მიმდინარეობდა და მოედანზე საინტერესო არაფერი ხდებოდა.

ბოლო წიუთებში ჩვენი გუნდი გააქტიურდა და მე-80’ წუთზე შეცვლაზე შესულმა რომან ახალკაცმა ითამაშა კარგად, მეტოქის შეცდომით ისარგებლა და ერთი შეხებით, ასევე შეცვალიდან შემოსული ირაკლი მოდებაძე გაყავდა ერთი-ერთზე, მაგრამ „დილას“ თავდამსხმელს ბოლოს მცველმა შეუშალა ხელი და გაჭირვებით კუთხურზე მოიგერია ბურთი. ერთ წუთში კიდევ ერთი რეალური მომენტი შეიქმნა „ცხინვალელთა“ კართან, მაგრამ ირაკლის ძალიან კარგი მცდელობა უშედეგოდ დასრულდა და მისი დარტყმულის მოგერიება მოახერხეს.

ბოლო წერტილი გიგა ბეჭვაიამ დასვა შეხვედრაში, რომელმაც შორიდან ძალიან ძლიერად და სახიფათოდ დაარტყა, მაგრამ ბურთი კარს ზემოდან გადაცდა. საბოლოოდ „დილამ“ 1 ქულა მოიპოვა.

მომდევნო მატჩს „დილა“ შინ საჩხერის „ჩიხურას“ წინააღმდეგ 12 მარტს ჩაატარებს, რომელიც 15:00 საათზე დაიწყება.

 

გუნდების შემადგენლობა

 

„დილა“: მუჯრიშვილი, სამხარაძე, კვახაძე (კაპ.), კვირკველია, ხურცილავა, ფალავანდიშვილი, წიქარიძე (ნონიკაშვილი 46’), ძარია, ჩელებაძე (მოდებაძე 61’), მარცვალაძე, მაშუკოვი (ახალკაცი 78’).

სათადარიგო: ლეგაშვილი, ბაგაევი, ლომიძე, თექთურმანიძე, ნონიკაშვილი, ახალკაცი, მოდებაძე.

მთავარი მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი.

 

„ცხინვალი“: ნადირაძე (კაპ.), გორგიაშვილი, მახარობლიძე, ქარდავა, კაკუბავა, ბაისაშვილი, ცერცვაძე, ჯაფარიძე, ივანიშვილი (ისიანი 88’), ლექვთაძე (ბეჭვაია 77’), ქოჩლაძე (ლობჯანიძე 68’).

სათადარიგო: ჩუჩალოვი, ბურძენაძე, ლობჯანიძე, ბუტუევი, ნოზაძე, ბეჭვაია, ისისანი.

მთავარი მწვრთნელი: კახი კაჭარავა.

 

გაფრთხილებები: კვირკველია (9’), ფალავანდიშვილი (11’), ქარდავა (41’), ნონიკაშვილი (89’), ცერცვაძე (91’).

მთავაი მსაჯი: ლაშა სილაგავა.

 

 

„დილას“ პრესსამსახური

2016-03-07T09:50:56+00:00