დილას 3 ფეხბურთელი ახალგაზრდულ ნაკრებში !

დილას 3 ფეხბურთელი ახალგაზრდულ ნაკრებში !

საქართველოს 21 წლადმე ნაკრები  მომავალი სანაკრებო პაუზისას 2 ამხანაგურ მატჩს გამართავს, ქართველი ახალგაზრდები 6 ივნისს საბერძნეთს, ხოლო 10  ივნისს სლოვენიას  ესტუმრებიან.

აღნიშნული მატჩებისთვის, ნაკრების თავკაცმა,  გია ცეცაძემ  გუნდში დილას  3 ფეხბურთელს უხმო, ნაკრების ღირსებას მეკარე-  ლუკა გუგეშაშვილი , ნახევარმცველი – გიორგი კუცია და თავდამსხმელი – ნუგზარ სპანდერშვილი  დაიცავენ.

ნაკრებში  გამოძახების შემდეგ ჩვენს სატითან ნუგზარ სპანდერაშვილმა ასეთი კომენტარი  გააკეთა

, ნაკრები თითოეული ფეხბურთელისთვის უპირველესი ღირებულებაა და როდესაც ნაკრების ინტერესის სფეროში კიდევ ერთხელ ექცევი ეს ნებისმიერი ფეხბურთელისთვის უაღრესად სასიამოვნო მომენტია, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის რომ მწვრთნელის და გულშემატკივირის  ნდობა  გავამართლო “

2019-05-30T14:57:10+00:00