დილა ბათუმის დინამოს ესტუმრება

დილა ბათუმის დინამოს ესტუმრება

21 ნოემბერს ეროვნული ლიგის მე-16 ტურში  დილა ბათუმის დინამოს ესტუმრება, მატჩს ბათუმის ახლადგახსნილი არენა უმასპინძლებს.

სატურნირო ცხრილი

მატჩს სატურნირო თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა აქვს ცხრილში ეს გუნდები მეზობლად – მე-2 მე-3 პოზიციაზე არიან, ბათუმელებს 13 ჩატარებულ შეხვედრაში  26 ქულა აქვთ ჩვენს გუნდს კი  15 მატჩში 24.

პირველი წრის მატჩი.

ეს გუნდები ერთმანეთს პირველ წრეში, გორში დაუპირისპირდნენ და ფრედ 1:1 ითამაშეს.

ბათუმის დინამოს და დილას შორის ჩანიშნული დაპირისპირება 21 ნოემბერს 18:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს  ELIGA.GE -ზე იხილავთ. ქვეყანაში შექმნილი ეპიდსიტუაციის გამო, მატჩზე მაყურებელი არ დაიშვება.

2020-11-20T16:48:32+00:00