,,დილა გორი” სტუმრად ,,საბურთალოსთან” დამარცხდა


,,დილა გორი” ეროვნული ლიგის XXXI ტურში თბილისის ,,საბურთალოს” ესტუმრა და მეტოქესთან დაძაბულ ბრძოლაში ანგარიშით 3:1 დამარცხდა.

თამაში გორელთა უპირატესობით დაიწყო და რამოდენიმე რეალური მომენტიც შექმნეს, მაგრამ მათი გოლად გარდასახვა ვერ მოახერხეს. თენგიზ წიქარიძე ფაქტიურად ორჯერ იყო მეკარესთან პირისპირ, თუმცა ორივეჯერ არცთუ ისე კარგად დაარტყა და ლაზარე კუპატაძეს ბურთების მოგერიება აღარ გაჭირვებია.

სამაგიეროდ, მასპინძლებმა გამოიყენეს მომენტები და პირველი ტაიმის ბოლოს ანგარიში საჯარიმო დარტყმით გუნდის კაპიტანმა გიორგი ხარაიშვილმა გახსნა, რომელიც საკამათო სიტუაციაში ჩაითვალა. მიხეილ მუჯრიშვილმა ბურთის მოგერიება მოახერხა ისე რომ შემდეგ ძელს მოხვდა და კარიდან გამოვარდა, მაგრამ მსაჯმა საეჭვო სიტუაციაში გოლი ჩათვალა – 1:0.

მეორე ტაიმის 58′-ე წუთზე გიორგი კოხრეიძემ ანგარიში ორამდე გაზარდა, როდესაც მეტოქის საჯარიმოში მცველების შეცდომით ისარგებლა და ახლო მანძილიდან მუჯრიშვილს შანსი არ დაუტოვა – 2:0.

სტუმრები ცდილობდნენ ანგარიშის შემცირებას, მაგრამ ცოტა არ იყოს, იღბალიც არ წყალობდათ. 70′-ე წუთზე გორელთა მცველებს გიორგი ხარაიშვილი გაექცათ, რომელიც თანაგუნდელმა ზუსტი გადაცემით მეკარესთან პირისპირ გაიყვანა და მანაც დუბლის შესრულება მოახერხა – 3:0.

,,დილა გორმა” პრესტიჟის გოლის გაქვითვა მაინც შეძლო. 84′-ე წუთზე გიორგი ფანცულაიამ გილერმე მორასის გადაცემის შემდეგ, საჯარიმოს შიგნიდან ერთი შეხებით დაა რტყა და მეკარეს შანსი არ დაუტოვა – 3:1.

საბოლოოდ ანგარიში 3:1 დასრულდა მასპინძელთა გამარჯვებით. მომდევნო ტურის მატჩს ,,დილა გორი” საკუთარ კედლებში მეორე ადგილოსან ქუთაისის ,,ტორპედოს” წინააღმდეგ 28 ოქტომბერს გამართავს.

 

მსგავსი სიახლეები


1 წლის წინ | 0 კომენტარი

გორის „დილამ“ მატჩისწინა ვარჯიში გამართა

1 წლის წინ | 0 კომენტარი

გორის „დილამ“ ვარჯიში განაახლა

12 თვის წინs | 0 კომენტარი

„გორის დილა“-მ ვარჯიში განაახლა

1 წლის წინ | 0 კომენტარი

„დილამ“ საჩხერის „ჩიხურასთან“ ფრე ითამაშა

დილა გორი VS შუქურა


  • დილა გორი
  • 0:1

    22.11.2017


  • შუქურა

სამტრედია VS დილა გორი


  • სამტრედია
  • 14:00

    25.11.2017


  • დილა გორი

სატურნირო ცხრილი

გუნდი
სრული ცხრილი

გამოკითხვა