დილა – დინამო ბათუმი | ტურის ცენტრალურ მატჩს გორი უმასპინძლებს

დილა – დინამო ბათუმი | ტურის ცენტრალურ მატჩს გორი უმასპინძლებს

26 ივლისს, 21:00 საათზე, გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონი მე-7 ტურის ცენტრალურ მატჩს უმასპინძლებს, რომელშიც დილა – ბათუმის დინამოს, სამწუხაროდ კვლავ ცარიელი ტრიბუნების წინაშე დაუხვდება.

სატურნირო მდოგმარეობა

ამ შეხვედრას უაღრესად დიდი სატურნირო დატვირთვა აქვს, ტურის წინ ჩვენი გუნდი ჩემპიონატს 14 ქულით ლიდერობდა ბათუმელები კი მე-2  ადგილზე იყვნენ და  10 ქულა ჰქონდათ, ასე რომ თუ ჩვენი გუნდი გამარჯვებას მოახერხებს ლიდერობას კიდევ უფრო გაიმყარებს, მარცხის შემთხვევაშიც კი დილა ლიდერობას არ დათმობს მაგრამ მოწინააღმდეგს 1 ქულაში მიახლოების საშუალებას მისცემს, რაც როგორც ჩვენი გუნდისთვის ასევე ბათუმელთათვის მატჩის შედეგის მნიშვნელობას აათმაგებს.

დანაკლისი 

ამ შეხვედრას დისკვალიფიკაციის გამო ჩვენი გუნდის კაპიტანი, დავით მაისაშვილი, დაზიანების გამო კი გურამ გიორბელიძე გამოტოვებს.

დანაკლისი აქვთ ბათუმელებსაც, მათ ტრავმის გამო ლევან გეგეჩკორი დააკლდებათ.

მატჩისწინა კომენტარი

შეხვედრის წინ ჩვენს საიტთან, კენილემა ნახევარმცველმა – ამოს ნონდიმ ისუაბრა და განაცხადა, რომ შეხვედრის მნიშვნელობა უდიდესია, წინასწარი პროგნოზების გაკეთება კი რთული, რადგან მოედანზე 2 თანაბარი ძალის გუნდი  იდგება.

,,ჩვენ ვიცით მეტოქის ძალა და შესაძლებლობები, ამიტომ მთელი კვირის განმავლობაში მაქისმალური კონცენტრაციით ვემზადებით. ეს ისეთი მატჩია, რომელზეც წინასწარ ვერაფერს იტყვი, ყველაფერი მოედანზე გამოჩნდება, თუ ჩვენ შევძლებთ მწვრთნელის დავალებების  ზუსტად შესრულებას მოედანზე, მაშინ წარმატებაც თავისთავად მოვა.  რაც შეეხება გუნდების ზოგად დახასიათებას დინამო ბათუმი ძალიან ძლიერი  გუნდია, თუმცა წლევანდელმა სეზონმა აჩვენა რომ ჩვენც ძალიან ამბიციური გუნდი ვართ და შეგვწევს ძალა ჩვენი  ძლიერების დასამტკიცებლად.” – გვითხრა ნონდიმ

სათამაშო ფორმა 

საინტერესო ფაქტია, რომ ამ სეზონში ორივე გუნდი  ჯერჯერობით დაუმარცხებლად მოდის, ,,დილას” 6 მატჩში 4 გამარჯვება და 2 ფრე აქვს ბათუმის დინამოს კი 4 ფრე და 2 გამარჯვება აქვს. ორივე ამ გუნდა ეროვნული ლიგის ბოლო შეხვედრაში გამარჯვება შეძლო, ჩვენმა გუნდმა დაძაბულ ბრძოლაში თბილისის დინამოს 2:1 მოუგო, ბათუმელებმა კი ქუთაისის ტორპედოს 2:0 სძლიეს.

პირდაპირი რეპორტაჟი

დილა – დინამო ბათუმის მატჩს როგორც ELIGA.GE  ასევე  ტელეკომპანია SILK უნივერსალი 21:00 საათიდან შემოგთავაზბეთ. 

არბიტრი

შეხვედრის მთავარი მსაჯი გიორგი ვადაჭკორია იქნება.

 

 

 

2020-07-25T21:49:11+00:00