დილა – დინამო :გუნდები დღეს მე-60 ჯერ შეხვდებიან

დილა – დინამო :გუნდები დღეს მე-60 ჯერ შეხვდებიან

დღეს, 2 მაისს გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე, ეროვნული ლიგის მე-9 ტურის მატჩი გაიმართება.

ჩვენი გუნდი საქართველოს ყველაზე ტიტულოვან კლუბს თბილისის ,,დინამოს” უმასპინძლებს.

ეროვნული ლიგის გათამაშებაში დინამო 18 ქულით მე-2 პოზიციაზეა, დილა კი მეტოქეს 3 ქულით ჩამორჩება და მე-4 ადგილს იკავებს, ასე რომ დღევანდელ მატჩს პრინციპულობასთან ერთად სატურნირო  თვალსაზრისითაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

ეს 2 გუნდი ეროვნულ ასპარეზზე, აქამდე 59 ჯერ არიან შეხვედრილები, საიდანაც სტუმრებმა 43 მატჩი მოიგეს, 12 ჯერ გუნდები ფრეზე გაიყარნენ, 4 მატჩი კი ჩვენი გამარჯვებით დასრულდა.

რაც შეეხება ამ გუნდებს შორის გამართულ უკანასკნელ  ოფიციალურ მატჩს, აღნიშნული შეხვედრა გასულ სეზონში თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართა და სტუმართა გამარჯვებით 1-2 დასრულდა.

რაც შეეხება ეროვნულ ლიგაში ამ ორი გუნდის უკანასკნელ მატჩებს, ჩვენმა სტუმრებმა საკუთარ მოედანზე ფოთის ,,კოლხეთი” 4-1 გაანადგურა, ,,დილამ” კი თბილისში ლოკომოტივთან 3-1 იმარჯვა, ასე რომ ორივე გუნდი აღნიშნულ მატჩს კარგ ხასიათზე და დანაკლისის გარეშე შეხვდება.

მატჩის მთავარი არბიტრი  ჯენერი ხორავა გახლავთ. მას ასისტენტობას ს. სპიცინი და კ. სადილიანი გაუწევენ. დამატებითი ასისტენტები დ. ხარიტონაშვილი და შ. ქუხილავა იქნებიან. მეოთხე მსაჯი ა. აფციაური იქნება. 

მატჩი 20:30 წუთზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს ეროვნული ლიგის ოფიციალური ვებ-გვერდი (ELIGA.GE ) შემოგთავაზებთ

2018-05-02T15:25:56+00:00