დილა – დინამო თბილისი : მატჩის წინ

დილა – დინამო თბილისი : მატჩის წინ

 

24 ნოემბერს,  14:00  საათზე,  ეროვნული ლიგის 35-ე ტურში, დილა   თბილისის დინამოს  უმასპინძლებს.

სატურნირო მდოგმარეობა

აღნიშნულ შეხვედრას ორივე გუნდისთვის დიდი სატურნირო ფასი  აქვს, ჩვენი გუნდი  ცხრილში  არსებული სიმჭიდროვიდან  გამომდინარე ყველანაირად ცდილობს სახიფათო ზონას მაქსიმალურად მოსცილდეს, ,,დინამო” კი  ბათუმურ თანამოსახელეს მხოლოდ 2 ქულით უსწრებს და ვერ მოგების შემთხვევაში შეიძლება პირველი ადგილი  დაკარგოს. სატურნირო ცხრილი კი ციფრებში ასე გამოიყურება, 34 ტურის შემდეგ ჩვენს კლუბს 41 ქულა აქვს და მე-6 პოზიციაზეა ( სახიფათო მე-8 ადგილთან სხვაობა  მხოლოდ 3 ქულაა ) დინამო  კი ეროვნულ ლიგას 69 ქულით ლიდერობს და მეორე ადგილოსან ბათუმის ,,დინამოს” მხოლოდ 2 ქულით უსწრებს.

დანაკლისი

ხვალინდელ მატჩს, ჩვენი გუნდიდან, გიორგი კუცია გ გამოტოვებს, ვინაიდან, იგი თბილისის დინამოს საკუთრებაა და საკუთარი გუნდის წინააღმდეგ თამაშის უფლება არ აქვს.

 

მატჩისწინა ინტერვიუ 

ხვალინდელი მატჩის შესახებ ჩვენს საიტთან, ჩვენი კლუბის თავდამსხმელმა, ნუგო სპანდერაშვილმა ისაუბრა.

გუნდი კარგ სათამაშო ფორმაში იმყოფება, ჩვენ მიმდინარე სეზონში დინამოსთან ყველა შეხვედრა დავთმეთ და ხვალიდნელი მატჩი ჩვენთვის შანსია ერთგვარი  რევანში ავიღოთ, იმედია მოედანზე ყველაფერი გამოგვივა, თუმცა გულშემატკივრის მხარდაჭერის გარეშე მიზნის მიღწევა ორმაგად გართულდება, ამიტომ მოვუწოდებ ყველას მოვიდეს და მხარი დაგვიჭიროს ხვალინდელ შეხვედრაში – გვითხრა ნუგომ

 

ურთიერთშეხვედრები მიმდინარე სეზონში

მიმდინარე სეზონის პირველი მატჩი, ამ გუნდებს შორის, მე-8 ტურში, დინამო არენაზე შედგა, მაშინ თბილისელებმა 1:0 იმარჯვეს.

იხილეთ ვიდეო

 

მეორე შეხვედრა კი უკვე გორში მე-17 ტურში შედგა მძიმე ბრძოლაში გამარჯვება კვლავ დინამოელებს დარჩათ, 2:3

იხილეთ ვიდეო

 

წელს გამართული ბოლო მატჩი კი, კვლავ დინამო არენაზე, 26-ე შედგა  და თბილისელთა აშკარა უპირატესობით, 5:0 დასრულდა.

იხილეთ ვიდეო

 

პირდაპირი რეპორტაჟი 

შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს ELIGA. GE  და ტელეკომპანია 02 შემოგთავაზებთ.

არბიტრები

მატჩის მთავარი არბიტრი ირაკლი კვირიკაშვილი იქნება, მას დავით ჩიგოგიძე ლევან თოდრია ირაკლი ხერხაძე და დავით სანოძე დაეხამრებიან, სათადარიგო  არბიტრი კი ალეკო აფციაური იქნება.

 

 

2019-11-23T20:14:49+00:00