დილა – დინამო თბილისი: მატჩის წინ

დილა – დინამო თბილისი: მატჩის წინ

30 სექტემბერს, ეროვნული ლიგის 27-ე ტურის მატჩში, დილა  თბილისის დინამოს მიიღებს.

ეს გუნდები გათამაშების ცხრილში ერთმანეთის მეზობლად, მე-2, მე-3  ადგილებზე არიან, შესაბამისად ხვალინდელ მატჩს ,,6 ქულიანი” მატჩის სტატუსიც შეიძლება მივანიჭოთ.

ორივე ამ გუნდს 25-25 შეხვედრა აქვს ჩატარებული, (თითო მატჩი მარაგში აქვთ)  გასული  25 ტურში დინამომ 55, ხოლო  დილამ  45 ქულას მოუყარა თავი.

მიმდინარე სეზონში  ეს გუნდები  უკვე 2 ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს, პირველი შეხვედრა 9-ე ტურში, გორში  შედგა და ფრედ 1-1 დასრულდა,

იხილეთ ვიდეო

დილა-დინამო

უკანასკნელი დაპირისპირება დილას და თბილისის დინამოს შორის ფრედ, 1-1 დასრულდათავი დილას მხირდან ლევან ნონიკაშვილმა გამიჩინა. მომდევნო მატჩი ამ გუნდებს შორის, 5 ივლისს დინამო არენაზე შედგება#წამოდითბილისში #უქომაგედილას

Posted by FC Dila Gori on ორშაბათი, 02 ივლისი, 2018

 

მეორე შეხვედრა კი მე-18 ტურში, ,,დინამო არენაზე” გაიმართა და დინამოელთა დამაჯერებელი  გამარჯვებით 5-0 დასრულდა.

რაც შეეხება ამ გუნდების ბოლო მატჩებს ეროვნულ ლიგაში, დილა გასვლაზე ლოკომოტივთან 1-2 დამარცხდა, დინამომ კი ფოთის კოლხეთს 2-1 სძლია.

დილა- დინამო თენგიზ ბურჯანაძეზე 19:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხი  შემოგთავაზებთ.

2018-09-29T20:40:22+00:00