დილა – ვიტ ჯორჯიას მატჩი ანტისაოკუპაციო განცხადებით და საქართველოს ჰიმნით გაიხსნა

დილა – ვიტ ჯორჯიას მატჩი ანტისაოკუპაციო განცხადებით და საქართველოს ჰიმნით გაიხსნა

გუშინ, ეროვნული ლიგის მე-19 ტურის მატჩში, ,,დილამ”  თბილისის  ,,ვიტ ჯორჯია” 2:0 დაამარცხა.

შეხვედრის დაწყებამდე  ჩვენმა გუნდი ბოლოდროინდელ მოვლენებს გამოხმაურა და რუსული ოკუპაცია სპეცოალური განცხადებით გააპროტესტა. აღნიშნული განცხადება მატჩის დაწყებამდე, სტადიონზე შეკრებილ გულშემატკივარს ადგილობრივმა დიქტორმა გააცნო.

გაცხადებას  უცვლელად გთავაზობთ:

,,ძვირფასო გულშემატკივრებო, საფეხბურთო კლუბი გორის ,,დილა” ეხმაურება ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს და გვინდა ცალსახად დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია: ჩვენ ვგმობთ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20%–ის ოკუპაციას, გვახსოვს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული გმირები და ვუერთდებით ქართული საფეხბურთო გუნდების მიერ გამოხატულ აქციას. ვაპროტესტებთ ნებისმიერი სახის აგრესიას და პროვოკაციას რუსეთის მხრიდან. აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა! დიდება გმირებს!”- წერია ჩვენი კლუბის ოფიციალურ განცხადებაში

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშრებით,  მატჩის დაწყებამდე, თენგიზ ბურჯანაძის სახლეობის სტადიონზე, საქართველოს სახელმწიფო ჰიმნიც აჟღერდა.

 

2019-06-24T15:20:49+00:00