,,დილა” თურქეთში 4 ამახანაგურ მატჩს გამართავს

,,დილა” თურქეთში 4 ამახანაგურ მატჩს გამართავს

,,დილამ” თურქეთში შეკრება დაგეგმა, ჩვენი გუნდი ანთალიაში დღეს, გვიან ღამით გაემგზავრება და ახალი სეზონისთვის მზადებას იქ განაგრძობს. აღნიშნულ შეკრებაზე დილა 4 სპარინგ მატჩს გამართავს.

ჩვენი პირველი მეტოქე რუსეთის პირველი დივიზიონის კლუბი – მოსკოვის ,,ტორპედო” იქნება რომელსაც  14 თებერვალს დაუპირისპირდებით.

 

 

შემდეგ შეხვედრას  16 თებერვალს უკრაინის ,,პერშა ლიგის” წარმომადგენელ ოდესის ,,ჩერნომორეცთან” ჩავატარებთ.

 

 

რიგით მესამე შეხვედრა ბელარუსის უმაღლესი ლიგის გუნდ ,,შახტიორთან” 18 თებერვალს შედგება.

 

მოსამზადებელი ეტაპის ბოლო მატჩს კი 20 თებერვალს, ყაზახეთის უმაღლესი ლიგის გუნდ ,, ტარაზთან” ჩავატარებთ.

 

შემადგენლობა

გუნდი თურქულ შეკრებაზე  შემდეგი შემადგენლობით გაემგზავრება.

  მეკარეები : გიორგი ჩოჩიშვილი, ლუკა გუგეშაშვილი , ლაშა ტიტვინიძე.

მცველები :  დავით მაისაშვილი, დავით ხურცილავა, გურამ გიორბელიძე,  ალფე სანტოსი, , ბალგოუ იენდუეტი, რეზი ჩიტეიშვილი გიორგი ლაცაბიძე არჩილ კობერიძე.

ნახევარმცველები: ამოს ნონდი, ნიკა გაგნიძე, თორნიკე გორგიაშვილი, ირაკლი ბიძინაშვილი, თემო მარკოზაშვილი, ფრანცისკო მანდინგა. მამაიე კულიბალი

თავდამსხმელები: მიკოლა კოვტალიუკი, ნუგზარ სპანდერაშვილი,  სემ დიალო

 

 

 

2020-02-10T21:59:19+00:00