დილა – კოლხეთი: მატჩის წინ

დილა – კოლხეთი: მატჩის წინ

9 ივნისს ეროვნული ლიგის მე-14 ტურის მატჩში, დილა ფოთის კოლხეთს უმასპინძლებს.

ჩვენი გუნდი აღნიშნულ მატჩს, 24 ქულით მესამე პოზიციაზე ხვდება და თავის მხრივ მეორე ადგილოსან  თბილისის დინამოს 2 ქულით ჩამორჩება, ფოთელები კი 14 ქულით მე-8 ადგილზე იმყოფებიან.

მიმდინარე სეზონში, ამ გუნდებს შორის 1 მატჩი უკვე გაიმართა, მაშინ ჩვენმა გუნდმა, ზესტაფონის დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე, მასპინძლებს 3 უპასუხო გოლი გაუტანა, იმ შეხვედრაში თავი, ლეანდრო  რიბეირომ, ალვინ ფორტესმა და გუნდის კაპიტანმა, ალექსანდრე კვახაძემ გამოიჩინეს.

ხვალინდელ მატჩს დისკვალიპიკაციის გამო, სტმართა ლეგიონერი, ილია მიხაილოვი გამოტოვებს, დილელთა მხრიდან  კი დისკვალიპიკაცია არც ერთ ფეხბურთელს არ აქვს.

დილა -კოლხეთის მატჩი, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე, 21:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს ეროვნული ლიგის ოფიციალური ვებ გვერდი (ELIGA.GE ) შემოგთავაზებთ.

2018-06-08T15:25:23+00:00