დილა – კოლხეთი 1913: მატჩის წინ

დილა – კოლხეთი 1913: მატჩის წინ

10 ნოემბერს, ეროვნული ლიგის 32-ე ტურში, დილა ფოთის ,,კოლხეთს” მიიღებს.

ეროვნული ლიგის დასრულებამდე 5 ტურით ადრე  გუნდები მატჩს განსხვავებული სატურნირო მოტივაციით ხვდებიან.

დილას 31 ტურის შემდეგ 50 ქულა აქვს, მე-5 პოზიციაზე იმყოფება და სამეულში  შესვლის შანსს ჯერ კიდევ ინარჩუნებს, რაც შეეხება მეტოქეს, ფოთელები 14 ქულით ბოლო, მე-10 ადგილზე იმყოფებიან და ამ დროისთვის გათამაშების უპირობო აუტცაიდერადაც ითვლებიან.

ურთიერთშეხვედრები მიმდინარე სეზონში

მიმდინარე სეზონში ეს გუნდები  3 ჯერ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და  სამივე შემთხვევაში  გამარჯვება ჩვენს გუნდს დარჩა.

პირველი შეხვედრა მე-5 ტურში, ზესტაფონში, დავით აბაშიძეზე შედგა და ჩვენი გუნდის გამარჯვებით, 0-3 დასრულდა.

იხილეთ  ვიდეო

 

მეორე შეხვედრა, გორში გათამაშების მე-14 ტურში შედგა და კვლავ დილას გამარჯვებით, 2-0 დასრულდა.

იხილეთ ვიდეო

 

ბოლოს კი  ეს გუნდები პარკი არენაზე, 23-ე ტურში შეხვდნენ და დილამ ანალოგიური  ანგარიშით 2-0 იმარჯვა.

იხილეთ ვიდეო

 

ბოლო მატჩები ეროვნულ ლიგაში

ეროვნული ლიგის უკანასკნელი მატჩები ორივე გუნდისთვის წარუმატებელი გამოდგა, დილა სიონთან 1-3 დამარცხდა,  კოლხეთმა კი უშუალო კონკურენტ სამტრედიასთან შეხვედრა 0-1 დათმო.

 

დილა – კოლხეთის  დაპირისპირება გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე, 19:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს ELIGA.GE შემოგთავაზებთ,  აქვე გეტყვით რომ აღნიშნული მატჩისთვის გუნდს გიორგი  გადრანი დაუბრუნდება რომელსაც დისკვალიფიკაციის ვადა უკვე ამოეწურა.

 

2018-11-08T19:33:18+00:00