დილა – ლოკომოტივი: მატჩის წინ

დილა – ლოკომოტივი: მატჩის წინ

ხვალ, 4 დეკემბერს, ეროვნული ლიგის 35-ე ტურში, დილა თბილისის ლოკომოტივს უმასპინძლებს, შეხვედრა თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე 17:00 საათზე დაიწყება.

სატურნირო მდგომარეობა

გასულ ტურში დილამ ,,რუსთავთან” ფრედ, 0-0 ითამაშა, ლოკომოტივმა  კი  ,,კოლხეთს” 5-1 სძლია

შესაბამისად, 34  ტურის შემდეგ  შემდეგ დილას 57 ქულა აქვს და მე-5 პოზიციაზე იმყოფება, ჩვენს ხვალინდელ მეტოქეს კი, 41  ქულა აქვს და მე-6 პოზიციაზეა.

 

ურთერთშეხვედრები მიმდინარე სეზონში

ეს გუნდები მიმდინარე სეზონში 3-ჯერ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, პირველი მატჩი მე-8 ტურში, თბილისში შედგა და დილას გამარჯვებით, 1-3 დასრულდა

იხილეთ ვიდეო

 

მეორე მატჩს, 17 ტურში, გორმა უმასპინძლა და მატჩი ისევ დილას გამარჯვებით, 3-2 დასრულდა.

იხილეთ ვიდეო

 

მესამე შეხვედრა კი თბილისში, 26-ე ტურში, მიხელ მესხი 2 ზე შედგა და ლოკომოტიველთა გამარჯვებით, 2-1 დასრულდა.

დანაკლისი

ხვალინდელ შეხვედრას დისკვალიპიკაციის გამო, ჩვენი გუნდის საყრდენი ნახევარმცველი ამოს ნონდი  გამოტოვებს.

დილა – ლოკომოტივის შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს ELIGA.GE შემოგთავაზებთ.

2018-12-03T22:34:48+00:00