დილა – ლოკომოტივი: მატჩის წინ

დილა – ლოკომოტივი: მატჩის წინ

სანაკრებო შესვენების შემდეგ ხვალ, 30 მარტს crystalbet ეროვნული ლიგა მე-5 ტურის მატჩებით განახლდება. ამ ტურში  ამავე დღეს, 30 მარტს, ,,დილა “  საკუთარ თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე, თბილისის ,,ლოკომოტივის” უმასპინძლებს.

 

სატურნირო მდგომარეობა.

გასული 4 ტურში ჩვენმა მეტოქემ  2 მატჩის მოგება მოახერხა, 2 ჯერ დამარცხდა და შესაბამისად 6 ქულით გათამაშების ცხრილში მე-4 პოზიციას იკავებს, ჩვენი გუნდი კი 2 ფრითა და 2 მარცხით მე-9 პოზიციაზე იმყოფება.

დანაკლისი 

ხვალინდელ მატჩში, დისკავლიპიკაციის გამო, ორივე გუნდს თითო მოთამაშე დააკლდება, სტუმრებს თორნიკე ძებნიეაური, მასპინძლებს კი ლევან ნონიკაშვილი არ ეყოლებათ.

ურთიერთშეხვედრები გასულ სეზონში

გასულ სეზონში გამართული  4 მატჩიდან გუნდებს შორის სრული თანაფარდობაა, 2-2 გამარჯვება.

დილა -ლოკომოტივის დაპირისპირება ხვალ 19:00  საათზე დაიწყება და მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს ELIGA.GE და საკაბელო ტელევიზია 02 შემოგთავაზებთ,

შეხვედრის მთავარი არბიტრი გოგა კიკაჩეიშვილი  იქნება.

2019-03-29T21:10:03+00:00