დილა – ლოკომოტივი : მატჩის წინ

დილა – ლოკომოტივი : მატჩის წინ

ხვალ, 10 აგვისტოს, ეროვნული ლიგის 23-ე ტურის მატჩში, დილა  თბილისის ,,ლოკომოტივს” უმასპინძლებს.

სატურნირო მდგომარეობა

ხვალინდელ შეხვედრას ორივე გუნდი დიდი მოტივაციით და მნიშვნელობით ხვდება, ლოკომოტივს გასულ ტურში  თბილისის დინამოსთან მარცხამდე, 9 მატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდა, რამაც ამ გუნდს 4 -ეულში შესვლის შესაძლებლობა გაუჩინა და მე- 4 ადგილზე მყოფ ტორპედოსთან სხვაობა 2 ქულამდე შეამცირა შესაბამისად სატურნირო მოტივაცია სტუმრებს დიდი აქვთ, რაც შეეხება დილას, გასულ ტურში ახალი მთავრი მწვრთნელის გიორგი  ნემსაძის თაოსნობით, ჩვენმა გუნდმა ჩემპიონატის ერთ ერთ ლიდერ ბათუმის დინამოსთან ქულის მოპოვება მოახერხა და მე- ადგილზე მყოფ ჩიხურას მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება, ამიტომ ხვალინდელ მატჩს ჩვენი გუნდისთვისაც უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს, მატჩამდელი მდგომარეობით კი დილა ცხრილში 26 -ქულით მე-7, ლოკომოტივი კი 32 ქულით მე-5 პოზიციაზე იმყოფებიან

დანაკლისი

ხვალინდელ შეხვედრას  დისკვალიფიკაციის გამო, ჩვენი გუნდის 10-იანი, გიორგი  კუცია  გამოტოვებს.

ურთიერთშეხვედრბი მიმდინარე სეზონში

ეს გუნდები მიმდინარე სეზონში ერთმანეთს 2 ჯერ დაუპირისპირდნენ, პირველი მატჩი მე- 5 ტურში შედგა და მაშინ  გორში ჩვენმა გუნდმა 3:1 იმარჯვა, მეორე შეხვედრას კი მე-14 ტურში მიხელ მესხი 2 -მა უმასპინძლა და იქ დილა 0-1 დამარცხდა.

პირდაპირი რეპორტაჟი

დილა – ლოკომოტივის მატჩი  10 აგვისტოს 19:00  საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს EROVNULI LIGA .GE და ტელეკომპანია O2 შემოგთავაზებთ.

არბიტრები

შეხვედრის მთავარი არბიტრი გიორგი ყრუაშვილი იქნება, მას ლევან ვარამიშვილი და დავით ახვლედიანი დაეხმარებიან, მეოთხე არბიტრი კი დავით ხარიტონაშვილი იქნება.

2019-08-09T19:48:18+00:00