დილა – ლოკომოტივი : მატჩის წინ

დილა – ლოკომოტივი : მატჩის წინ

27 ივნისს დილა, ეროვნული ლიგის მორიგ ტურში, თბილისის ლოკომოტივს უმასპინძლებს.

ჩვენი მეტოქე ამ შეხვედრას 18 ქულით, გათამაშების ცხრილში  მე-6 ადგილზე ხვდება, ჩვენს გუნდს კი 31 ქულა აქვს და მე-3 ადგილზეა.

ეროვნულ ლიგაში ამ გუნდებს შორის ერთი შეხვედრა, თბილისში უკვე შედგა, მაშინ დილამ 3-1 იმარჯვა.

იხილეთ მატჩის ვიდეო მიმოხილვა

რაც შეეხება ამ  გუნდების მერ ჩატარებულ ბოლო შეხვედრებს, წინა ტურში დილამ რუსთავთან ფრედ 2-2 ითამაშა, ლოკომოტივმა კი ფოთის კოლხეთს 2:1 სძლია. 

დილა – ლოკომოტვის მატჩი, გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე, 20:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს, ეროვნული ლიგის ოფიციალური ვებ გვერდი (ELIGA.GE ) შემოგთავაზებთ. 

2018-06-25T21:33:07+00:00