დილა – ლოკომოტივი 4-0, ევროსაგზურის ბედი ბოლო ტურში გადაწყდება

დილა – ლოკომოტივი 4-0, ევროსაგზურის ბედი ბოლო ტურში გადაწყდება

ეროვნული ლიგის ბოლოს წინა, 35-ე ტურში, დილამ თბილისის ლოკომოტივს უმასპინძლა და დიდი ანგარიშით, 4-0  დაამარცხა.

პირველი გოლი ჩვენმა გუნდმა, პირველი ტაიმის მიწურულს 43-ე წუთზე გაიტანა, გიორგი კორიფაძის კარგი გადაცემით,  მიკოლა კოვტალიუკმა  ისარგებლა და ჩემპიონატში მე-19 გოლი გაიტანა.

პირველ ტაიმში მეტი ბურთი  აღარ გასულა, დილამ აქტიურობა მეორე ნახევარში გააგრძელა, რამაც ლოგიკური შედეგი 75-ე წუთზე გამოიღო, ლევან ნონიკაშვილმა დილას უპირატესობა 2 ბურთიანი  გახდა, დანარჩენი 2 გოლი კი თამაშის მიწურულს გავიდა, 89-ე წუთზე ნოდარ ქავთარაძის საჯარიმოში წაქცევისთვის მთავარმა არბიტრმა თბილისელთა კარში პენალტი დანიშნა, ბურთთან მიკოლა კოვტალიუკი მივიდა და ზუსტად დაარტყა, 3-0, ამრიგად უკრაინელს მიმდინარე გათამაშებაში 20 გოლი დაუგროვდა.

საბოლოო ანგარიში კი დავით რაჟამაშვილმა 93 მესამე წუთზე საჯარიმო დარტყმიდან გატანილი გოლით დააფიქსირა, 4-0.

იხილეთ ყველა გატანილი გოლი

დილა -ლოკომოტვი 4-0

დილა -ლოკომოტივი 4-0 ! გოლები მიკოლა კოვტალიუკის (2) ლევან ნონიკაშვილისა და დავით რაჟამაშვილის ანგარიშზეა !იხილეთ გატანილი გოლები !

Posted by FC Dila Gori on სამშაბათი, 04 დეკემბერი, 2018

 

 

ეს გამარჯვება ჩვენი გუნდისთვის სატურნირო თვალსაზრისით უაღრესად მნიშვნელოვანი გახლდათ, მით უფრო რომ ჩვენმა უშუალო კონკურენტმა საჩხერის ,,ჩიხრუამსაბრთალოსთან ფრედ ითამაშა და ჩემპიონატის დასრულებამდე 1 ტურით ადრე დილასა და ჩიხურას შორის ქულათა სხვაობა 1 -მდე შემცირდა.

იმ შემთხვევაში თუ დილა მომავალ ტურში თბილისის დინამოსთან გამარჯვებას მოახერხებს, საჩხერელები კი სიონთან მოგებას ვერ შეძლებენ, დილა მე-4 ადგილს და შესაბამისად, ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშის უფლებას მოიპოვებს, აღნიშნული 2 ვე მატჩი 8 დეკემბერს, 14:00 საათზე დაიწყება, დილა თბილისში  სტუმრად ითამაშებს, საჩხერელები კი მეტოქეს შინ უმასპინძლებენ.

2018-12-04T21:49:02+00:00