დილა – რუსთავი : მატჩის წინ

დილა – რუსთავი : მატჩის წინ

ხვალ 23 სექტემბერს ეროვნული ლიგის 25 ტურის მატჩში დილა  საფეხბურთო კლუბ რუსთავს  უმასპინძლებს.

ჩვენი  მეტოქე ამ ტურამდე  ჩატარებულ 24 შეხვედრაში მოპოვებული 27 ქულით,  სატურნირო ცხრილის  მე-7 პოზიციაზეა, ჩვენს გუნდს კი ერთი შეხვედრით ნაკლები აქვს ჩატარებული   და 42 – ქულით მე-3 პოზიციაზე იმყოფება.

მიმდინარე სეზონში ეს გუნდები უკვე 2 ჯერ დაუპირისპირდნენ  ერთმანეთს, ორივე მატჩი  ერთნაირი  ანგარიშით, ფრედ 2-2 დასრულდა.

პირველი შეხვედრა, გორში  თენგიზ ბურჯანაძეზე გაიმართა

იხილეთ მიმოხილვა 

მეორე მატჩი კი თბილისში მიხეილ მესხის მთავარ არენაზე შედგა.

იხილეთ მიმოხილვა 

რაც შეეხება ამ გუნდების ბოლო მატჩებს ეროვნულ ლიგაში, დილამ გასულ  ტურში  სამტრედიას 5-3 სძლია, რუსთაველები კი ფოთის კოლხეთთან უგოლო ფრე ითამაშეს.

დილა –  რუსთავის დაპირისპირება, გორის თენგიზ ბურჯანაძის ცენტრალურ სტადიონზე 21:00  საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს ELIGA.GE  შემოგთავაზებთ

2018-09-22T21:52:22+00:00