დილა : რუსთავი – მატჩის წინ

დილა : რუსთავი – მატჩის წინ

21 აპრილს ეროვნულ ლიგის მე-7 ტურის მატჩში გორის ,,დილა” საფეხბურთო კლუბ ,,რუსთავს” უმასპინძლებს.

გუნდებს შორის სხვაობა გათამაშების ცხრილში სულ რაღაც ორი ქულაა ამიტომ მატჩი ამ თვალსაზრისით ძალიან პრინციპულ ხასიათს ატარებს.

ჩვენი  გუნდი გათამაშების ცხრილში 11 ქულით მე-4 ადგილზე იმყოფება, რუსთაველებს კი  9  ქულა აქვთ და მე-6 ადგილზე არიან.

ჩვენი გუნდი  მატჩს საკადრო პრობლემების გარეშე ხვდება, ,,რუსთავს” კი  ტრავმის გამო  მათე კვირკვია დააკლდება.

მას შემდეგ რაც საქართველოს ჩემპიონატი  ეროვნული  ლიგის  სახელით ტარდება, ეს გუნდები ერთმანეთს პირველად შეხვდებიან.

უკვე ჩატარებული 6 მატჩიდან  ,,დილამ”  3 თამაში გამარჯვებით დაასრულა, 2 ჯელ ფრეს დასჯერდა და ერთხელ დამარცხდა.

რუსთაველებს კი ამდენივე შეხვედრაში 3 მოგება და 3 მარცხი აქვთ.

რაც შეეხება უკანასკნელ მატჩებს, ,,დილა” ,,სამტრედიას” გასვლაზე 0-0 დაუზავდა, რუსთაველებმა კი საშინაო  შეხვედრაში, ფოთის ,,კოლხეთს”, ზაზა ციცქიშვილისა და მამუკა კობახიძის გოლებით სძლიეს.

დილა – რუსთავის დაპირისპირება, გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე, 20:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს  ეროვნული ლიგის ოფიციალური ვებ-გვერდი (ELIGA.GE ) შემოგთავაზებთ.

 

2018-04-19T16:53:13+00:00