დილა – რუსთავი: უშუალო კონკურენტების ჯახი და უდიდესი სატურნირო მნიშვნელობა!

დილა – რუსთავი: უშუალო კონკურენტების ჯახი და უდიდესი სატურნირო მნიშვნელობა!

14  სექტემბერს დილა ეროვნული ლიგის 27-ე ტურში, საფეხბურთო კლუბ ,,რუსთავს” მიიღებს

სატურნურო მდგომარეობა

ამ  მატჩს ორივე გუნდისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს,  დილას ამ ტურამდე 27 ქულა აქვს, და მე-8 პოზიციაზეა, რუსთაველებს კი  2 ქულით მეტი და მე-7 ადგილზე იმყოფება, შესაბამისად გამაჯრვების შემთხვევაში დილა უშუალო კონკურენტს ცხრილში 1 ქულით გაუსწრებს, ცხრილში ადგილს გაუცვლის და გადათამაშების ზონას თავს დააღწევს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მატჩს სტუმრები მოიგებენ გუნდებს შორის სხვაობა 5 ქულა გახდება და ,,რუსთავი” მე-7 პოზიციას გაიმყარებს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით ხვალინდელ შეხვედრას ე.წ ,,6 ქულიანი მატჩის” სტატუსი აქვს.

ურთერთშეხვედრები მიმდინარე სეზონში

მიმდინარე სეზონში  ეს გუნდები 2 ჯერ დაუპირისპირდნენ  ერთმანეთს, და ორივეჯერ ერთი  და იმავე ანგარიშით 2-1 დაასრულეს მატჩები.

პირველი მატჩი გორში მე-9 ტურში შედგა და ზემოთ ხსენებული ანგარიშით ჩვენმა გუნდმა იმარჯვა.

იხილეთ მატჩის მიმოხილვა

 

მეორე მატჩში კი იმავე ანგარიშით რუსთაველებმა, 18-ე ტურში უკვე რუსთავში მოიგეს.

იხილეთ მატჩის მიმოხილვა

 

პირდაპირი   ტრანსილაცია

დილა – რუსთავის დაპირისპირება 14 სექტემბრს, გორში თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე შედგება და მისი ხილვა ქვემოთ მოცემულ ბმულზე შეგეძლებათ

 

არბიტრები

აღნიშნულ მატჩის მთავარი არბიტრი გიორგი ყრუაშვილი იქნება, მას დავით ახვლედიანი და ზაზა მენთეშაშვილი დაეხმარებიან. კარს უკან არბიტრები ბაკურ ნინუა  და შოთა ქუხილავა იქნებიან, სათადარიგო არბიტრი კი ბორის გლუშჩუკი იქნება.

 

 

 

2019-09-13T18:17:08+00:00