დილა – საბურთალო : მატჩის წინ

დილა – საბურთალო : მატჩის წინ

3 ნოემბერს,  16:00 სააათზე, ეროვნული ლიგის 33-ე ტურში, დილა თბილისის ,,საბურთალოს” უმასპინძლებს.

სატურნირო მდგომარეობა

გუნდები ამ შეხვედრას განსხვავებული სატურნირო მოტივაციით ხვდებიან, ჩვენს გუნდს 32 ტურის შემდეგ 38 ქულა აქვს და პლეი აუტის ზონასთან მაქსიმალურად დაშორებას ცდილობს, თბილისელებს კი ამდენივე ტურში  61 ქულა აქვთ და  ლიდერთან 3 ქულიანი ჩამორჩენით საჩემპიონო შანსებს ინარჩუნებენ, გამომდინარე აქედან აღნიშნული მატჩი ორივე გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

დანაკლისი

ხვალინდელ შეხვედრას ჩვენი გუნდიდან  გურამ გოშთელიანი გამოტოვებს, ვინაიდან იგი საბურთალოს საკუთრებაა და მის წინააღმდეგ თამაშის უფლება  არ აქვს.

მატჩისწინა კომენტარი

 

აღნიშნული მატჩის წინ ჩვენს საიტან ბაქარ მირცხულავამ  ისაუბრა და მატჩის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი

 

თუ უკანასკნელ მატჩს არ ჩავთვლით, რომელიც ლოკომოტივითან წავაგეთ, ჩვენმა გუნდმა საერთო ჯამში ბოლო მატჩებში თამაში გამოასწორა, ჩვენმა კონკურენტებმა მატჩები მოიგეს და ხვალიდელ შეხვედრაში მოგება ჰაერივით გვჭირდება, რომ გასავარდნ ზონაში არ ჩავიდეთ, ჩვენთვის 4ვე მატჩი ფინალის მნიშვნელობისაა და იმედია ყველაფერი ჩვენს სასიკეთოდ დასრულდება. ვპირდები გულშემატკივარს, რომ  ყველა მატჩზე მოსაგებად გავალთ და იმედი მაქვს რომ მათ ჩვენი ბოლომდე სჯერათ.  

 

ურთიერთშეხვედრები მიმდიანრე სეზონში

ეს გუნდები ერთმანეთს მიმდინარე სეზონში 3 ჯერ შეხვდნენ. პირველს შეხვედრა, მე-6 ტურში  თბილისში  შედგა და მასპინძელთა გამარჯვებით  2:1 დასრულდა.

იხილეთ მატჩის მიმოხილვა

 

მეორე შეხვედრას  გორმა,  15-ე ტურში უმასპინძლა და გუნდებმა ქულები გაიყვეს, 1:1

იხილეთ ვიდეო მიმოხილვა

 

მესამე შეხვედრა კი კვლავ თბილისმა, 24 -ე ტურში  უმასპინძლა და  მატჩი საბურთალოს დამაჯერებელი გამარჯვებით 3:0 დასრულდა.

იხილეთ ვიდეო მიმოხილვა

 

პირდაპირი რეპორტაჟი 

შეხვედრის პირდაპირ რეპორაჟს საზოგადებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.

არბიტრები

შეხვედრის მთავარი არბიტრი გიორგი ვადაჩკორია იქნება, მას გიორგი ელიკაშვილი  და ზაზა მენთეშაშვილი დაეხმარებიან, მეოთხე არბიტრი კი ალეკო აფციაური  იქნება.

 

2019-11-02T22:24:34+00:00