დილა – საბურთალო: მატჩის წინ

დილა – საბურთალო: მატჩის წინ

27 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნული ლიგის 30-ე ტურის მატჩში,  დილა გათამაშების ერთპიროვნულ ლიდერს, თბილისის საბურთალოს უმასპინძლებს.

ურთიერთშეხვედრები

ეს გუნდები  ერთმანეთს მიმდინარე სეზონში 3– ჯერ დაუპირისპირდნენ,

პირველი შეხვედრა თბილისში მიხეილ მესხის სტადიონზე, მე-3 ტურში შედგა და მასპინძელთა გამარჯვებით, 2-0 დასრულდა.

ამ გუნდების მეორე შეხვედრა12 ტურში, გორში თენგიზ ბურჯანაძეზე გაიმართა და დილას დამაჯერებელი გამარჯვებით 4-1 დასრულდა.

იხილეთ ვიდეო

 

მესამე შეხვედრა კი 21-ე ტურში კვლავ მიხელ მესხზე გაიმართა და უგოლოდ დასრულდა, 0-0.

იხილეთ ვიდეო

უკანასკნელი მატჩები ეროვნულ ლიგაში 

რაც შეეხება ამ გუნდების ბოლო მატჩებს ეროვნულ ლიგაში, გასულ ტურში დილა უშუალო კონკურენტ საჩხერის ,,ჩიხურასთან” 1-2 დამარცხდა და ამ დორისთვის, 49 ქულით მე-5ოზიციაზე იმყოფება,

საბურთალომ კი ფოთის კოლხეთს 3-1 მოუგო 66 დააგროვა და როგორც ზემოთ მოგახსენეთ, გათამაშებას ერთპიროვნულად ლიდერობს.

დილა- საბურთალო 27 ოქტომბერს  თენგიზ ბურჯანაძის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე, 20:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხი შემოგთავაზებთ.

 

2018-10-25T19:50:55+00:00