დილა – საბურთალო: ტურის ცენტრალურ მატჩს გორი უმასპინძლებს

დილა – საბურთალო: ტურის ცენტრალურ მატჩს გორი უმასპინძლებს

20 მაისს, გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე, მე-12 ტურის ცენტრალურ მატჩში ჩვენი გუნდი ჩემპიონატის ლიდერ – ,,საბურთალოს” უმასპინძლებს.

ეროვნული ლიგის მიმდინარე გათამაშების განვლილ 11 ტურში ჩვენმა მეტოქემ 9 შეხვედრა გამარჯვებით დაასრულა 2 მატჩში კი დამარცხდა, შესაბამისად გათამაშების ცხრილში 27 ქულა აქვს და უახლოეს მდევარ თბილისის დინამოს 5 ქულით უსწრებს.

 ჩვენი გუნდი კი 20 ქულით, მე-3 პოზიციაზე იმყოფება, აღსანიშნავია რომ ჩემპიონატში ბოლო მარცხი ჩვენმა გუნდმა სწორედ საბურთალოსთან იწვნია, მე-3 ტურის მატჩში, რომელიც თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე შედგა, დილა კოხრეიძისა და დიასამიძის გოლებით 0-2 დამარცხდა.
ასე რომ სატურნირო მდგომარების გარდა, მატჩს დამატებით ინტრიგას ეს გარემოებაც სძენს.

 ეროვნული ლიგის უკანსაკნელი შეხვედრა, ორივე გუნდმა დამაჯერებლად მოიგო, დილამ საჩხერის ,,ჩიხურა” გასვლაზე, 3:0 დაამარცხა, საბურთალომ კი  კოლხეთი საშინაო შეხვედრაში, 5:0 გაანადგურა.

რაც შეეხება შემადგენლობას, მომავალი მატჩისთვის დისკვალიპიკაცია დილას არც ერთ ფეხბურთელს არ აქვს.

დილა – საბურთალოს მატჩი 20 მაისს, 21:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს ეროვნული ლიგის ოფიციალური ვებ გვერდი  ( ELIGA.GE ) შემოგთავაზებთ. 

შეხვედრაზე დასწრება გულშემატკივარს უფასოდ შეეძლება.

2018-05-17T16:43:36+00:00