დილა – სამტრედია: მატჩის წინ

დილა – სამტრედია: მატჩის წინ

სანაკრებო პაუზის შემდეგ, ეროვნული ლიგა 33-ე ტურის მატჩებით განახლდება.

ამ ტურში დილა  სამტრედიის ,,სამტრედიას” მიიღებს, აღნიშნული შეხვედრა 24 ნოებერს, 18:00 საათზე, გორში გაიმართება.

სატურნირო მდოგმარეობა

ეს გუნდები სატურნირო ცხრილში განსხვავებული მიზნებისთვის იბრძვიან,  ეროვნული ლიგის დასრულებამდე 4 ტურით ადრე ჩვენი სტუმრები 21 ქულით მე-9 პოზიციაზე არიან  და სამტრედიელთა მიზანს პლეი-ოფის ზონაში ადგილის გამყარება წარმოადგენს,  დილას კი 53- ქულა აქვს,  მე-5 პოზიციაზეა  და როგორც მინიმუმ 4-ეულში  ადგილის დამკვიდრებისთვის იბრძვის, შესაბამისად ხვალინდელ შეხვედრას ორივე გუნდისთვის და მით უფრო დილასთვის უდიდესი  მნიშვნელობა ენიჭება.

 

ურთერთშეხვედრები მიმდინარე სეზონში 

ეს გუნდები მიმდინარე სეზონში  3 ჯერ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს,

პირველი მატჩი მე- 6 ტურში, ლანჩხუთში შედგა  და უგოლო ფრით დასრულდა.

იხილეთ ვიდეო

 

მეორე შეხვედრა მე-15 ტურში, გორში გაიმართა და დილას გამარჯვებით, 3-0 დასრულდა.

იხილეთ ვიდეო

 

მესამე მატჩი კი  24-ე ტურში, მიხელ მესხის სათადარიგო სტადიონზე გაიმართა, სადაც ნომინალური მასპინძელი  ,,სამტრედია” იყო, ეს მატჩი განსაკუთრებით უხვგოლიანი გამოდგა, და დილას გამარჯვებით, 5-3 დასრულდა

იხილეთ ვიდეო

 

დილა- სამტრედიას დაპირისპირების პირდაპირ  რეპორტაჟს ELIGA.GE შემოგთავაზებთ.

2018-11-23T21:24:33+00:00