დილა – სამტრედია| სააკრედიტაციო განაცხადების მიღება დაიწყო

დილა – სამტრედია| სააკრედიტაციო განაცხადების მიღება დაიწყო

ეროვნული ლიგის მე-11 ტურში სამტრედიას უმასპინძლებს. შეხვედრა გორში თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე 28 აპრილს, 18:30 საათზე დაიწყება.

მატჩზე დამსწრების მსურველ მედიასაშუალებების წარმომადგენლებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ სააკრედიტაციო განაცხადი მეილის შემდეგ მისამართზე media@fcdila.ge.  განაცხადების მიღება 28 აპრილის 15:00 საათამდე იქნება შესაძლებელი.

განაცხადში გთხოვთ მიუთითოთ შემდეგი მონაცემები

მედიასაშუალების დასახელება, აკრედიტაციის მსურველი პირის სახელი გვარი და სამუშაო პოზიცია.

საკონტაქტო ინფორმაცია: მეილის მისამართი  და მობილურის ნომერი.

განაცხადის დაკმაყოფილების შემთხვევაში მისი მიღება შეგეძლებათ თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონის დასავლეთ შესასვლელთან მატჩის დაწყებამდე არაუგვიანეს 1 საათისა.

გმადლობთ თანამშრომლობისთვის.დილ

2021-04-27T16:21:32+00:00