დილა – სამტრედია: ფეხბურთის დაბრუნებით გამოწვეული ტკივილნარევი სიხარული

დილა – სამტრედია: ფეხბურთის დაბრუნებით გამოწვეული ტკივილნარევი სიხარული

მსოფლიო პანდემიამ  ისე როგორც მსოფლიო, ასევე ქართული ფეხბურთიც 2 თვეზე მეტ ხანს შეაჩერა. ეროვნული ჩემპიონატის მატჩს ქართველი და მათ შორის გორელი ქომაგი სწორედ ამ დროის მანძილზე ელოდა და მართალია მხოლოდ ტელევიზიითა და ინტერნეტით, მაგრამ მთავარია, რომ ქართველ ქომაგს მოედნებზე ფეხბურთი დაუბრუნდა.

ფეხბურთი 27 ივნისს დაუბრუნდება უშუალოდ გორელ ქომაგს. ჩვენი გუნდი 21:00 საათიდან ეროვნულ ლიგაში წლეულს დაბრუნებულ ,,სამტრედიას” უმასპინძლებს.

 

ფეხბურთის ფედერაციის მეირ შემუშავებლი სპეციალური პროტოკოლის თანახმად, გარდა იმისა, რომ მოედანზე არ დაიშვება  გულშემატკივარი, შეზღუდული იქნება ოფიციალურ პირთა დასწრებაც, შეხვედრას მედია და კლუბების წარმომადგენელები კვოტირებულად და  სპეციალური საშვებით დაესწრებიან. იმოქმედებს წესი, რომლის მიხედვითაც, მედიას არ ექნება შესაძლებლობა, იყოს შემხებლობაში მონაწილე ფეხბურთელებთან, სტაფის წევრებთან, მოედნისა და გასახდელების ტერიტორიასთან.

უსაფრთხოების ზომების დაცვის ფარგლებში დღეს – მატჩამდე 1 დღით ადრე სტადიონის ტერიტორიას კიდევ ერთხელ ჩაუტარდა სადეზინფექციო სამუშაოები, ასე რომ ჩვენი გუნდი  მასპინძლობისთვის ყველა რეკომენდაციას იცავს.

მძიმე დასაწყისი

ეროვნული ლიგის დაბურნება გულდამძიმებულებს გვიწევს, ხვალიდნელი მატჩი წუთიერი დუმილით დაიწყება, აღნიშნული ჟესტით პატივს მივაგებთ ტრაგიკულად გარდაცვლილ გიორგი შაქარაშვილს და პანდემიის შედეგად დაღუპულ ადამინებს.

საფეხბურთო მხარე 

რაც შეეხება უშუალოდ საფეხბურთო მხარეს, პანდემიამდე გამორთული 2 ტურის შემდეგ ჩვენს გუნდს 4 ქულა აქვს და მე-3 პოზიციაზე იმყოფება, სამტრედიელებს კი 3 ქულა აქვთ და მე-7 პოზიციაზე არიან. იძულებით შესვენებამდე გამართულ ბოლო მატჩში, ჩვენმა სტუმრებმა ქუთაისი ,,ტორპედოს” შინ 1-0 სძლიეს, ჩვენმა გუნდმა კი თელავში ქულა მოიპოვა, (1:1).

,,დილა” ამ მატჩს  სრულ მზადყოფნაში და 1 ახალი წევრით ხვდება, შესვენების პერიოდში ჩვენს გუნდს საჩხერის ჩიხურადან”  შემტევი ნახევარმცველი – ირაკლი ლექვთაძე შემოუერთდა.

 

 

მატჩისწინა კომენტარი 

მატჩის წინ ჩვენს საიტთან კლუბის მცველმა დავით ხურცილავამ კომენტარი  გააკეთა და  მეტოქისა და მოედანზე  დაბრუნების ემოციების შესახებ ისაუბრა, მან ასევ სამძიმარი  გამოუცხდა გიორგის ოჯახს.

მოგესალმებით, ორთვიანი პაუზის შემდეგ საბედნიეროდ ფეხბურთს ვუბრუნდებით, ჩვენ გადავლახეთ ყველასთვის რთული პერიოდი და უბედნიერესი ვარ რომ ხვალ სამტრედიასთან მატჩით მოედანს ვუბრუნდებით, ამ მატჩში გამარჯვებისთვის შემართებით და უდიდესი მონდომებით ვემზადებოდით და მოედანზეც ამავე განწყობით გავალთ. მე პირადად ძალიან ველოდებოდი ხვალინდელ შეხვედრას და იმედი მაქვს, რომ შევძლებთ ჩვენი გულშემატკვირის გახარებას. ძალიან გულდასაწყვეტია, რომ ხვალ ტრიბუნაზე მათ მხარდაჭერას ვერ ვიხილავთ, თუმცა ჩვენ მათ გვერდში დგომას ისედაც ვგრძნობთ, რაც ისედაც დიდ შემართებას კიდევ უფრო აგვიმაღლებს. აქვე მინდა დავამატო და სამძიმარი გამოვუცხადო ტრაგიკულად დაღუპული გიორგი შაქარაშვილის ოჯახს, საქართველომ და ქართულმა საფეხბურთო ოჯახმა ძლიერი  და პერსპექტიული სპორტსმენი  დავკარგეთ  ”  – გვითხრა ხურცილავამ

დანაკლისი

სამტრედიასთან მატჩს, დისკვალიფიკაციის გამო, ჩვენი გუნდის მცველი, ბალგოუ იენდუეტი გამოტოვებს 

 

ხვალინდელი მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს  როგორც ELIGA.GE -ზე, ასევე SILK უნივერსალზე  -ზე იხილავთ.

 

 

2020-06-27T11:46:45+00:00