დილა – სიონი: მატჩის წინ

დილა – სიონი: მატჩის წინ

ხვალ, 11 მარტს , crysalbet ეროვნული ლიგის  მე-3 ტურში, დილა საკუთარ მოედანზე, ბოლნისის სიონს უმასპინძლებს. გასული 2 ტურის შემდეგ, დილას ერთი მარცხი და 1 ფრე, ბოლნისელებს კი 1 მარცხი და 1 გამარჯვება აქვთ.  გასულ ტურში ბოლნისელებმა აღნიშნული გამარჯვება, საკუთარ სტადიონზე, თბილისის დინამოსთან მოიპოვეს, (2-1)  დილამ კი  თბილისში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, საჩხერის ჩიხურასთან ფრედ 1-1 ითამაშა.

გასულ სეზონში გამართულ 4 მატჩში, გუნდებს შორის სრული თანაფარდობაა,  თითო  გამარჯვება და 2 ფრე.

დილა – სიონის დაპირისპირება ხვალ თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე 21:00  საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს ELIGA GE და საკაბელო ტელევიზია 02 შემოგთავაზებთ.

შეხვედრის მთავარი არბიტრი გიორგი ვადაჩკორია იქნება,   მას ასისტენტობას დავით ჩიგოგიძე და ირაკლი უკლება გაუწევენ, სათადარიგო არბიტრი კი ბორის გლუსჩუკი იქნებიან

 

2019-03-10T20:25:20+00:00