სიონი – დილა: მატჩის წინ

სიონი – დილა: მატჩის წინ

ოქტომბერს, 15:30 წუთზე, ბოლნისში, თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონზე, სტარტს აიღებს სიონი- დილას დაპირისპირება.

სატურნირო მდგომარეობა

ეროვნული ლიგის 30 ტურს გუნდები შემდეგი სატურნირო მდგომარეობით ხვდებიან, დილას 29 ტურის შემდეგ 34 ქულა აქვს და მე-6 პოზიციაზე იმყოფება, ბოლნისელებს კი ამდენივე ტურის შემდეგ 31 ქულა აქვთ და მე-9 პოზიციაზე არიან, ქულათა სხვაობის სიმცირის გამო ხვალინდელი მატჩი ორივე გუნდისთვის უაღრესად დიდ მნიშვნელობას ატარებს.

ბოლო მატჩები ეროვნულ ლიგაში

გასულ ტურში ,,დილამ” საშინაო შეხვედრაში საჩხერის ,,ჩიხურა”2:1 ბოლო წამებზე  დაამარცხა, რითაც გასავარდნ ზონას თავი დააღწია, სიონმა  კი ჩემპიონატის ერთ ერთ ლიდერს, თბილისის ,,დინამოს” ქულები ასევე ბოლო წამებზე აართვა და ფრედ 1:1 ითამაშა.

ურთიერთშეხვედრები მიმდინარე სეზონში

ეს გუნდები მიმდინარე სეზონში ერთმანეთს 3-ჯერ შეხვდნენ.

პირველი მატჩი მე -3 ტურში, გორში შედგა და უგოლო ფრით დასრულდა.

იხილეთ მატჩის მიმოხილვა 

მეორე შეხვედრას, ჩემპიონატის მე-12 ტურში, ბოლნისმა უმასპინძლა და მატჩი სიონის გამარჯვებით, 2:1 დასრულდა.

იხილეთ მატჩის მიმოხილვა

 

ამ გუნდებს ჯერჯერობით ბოლო დაპირისპირება კი, 21-ე ტურში, გორში შედგა და ჩვენი გუნდის გამარჯვებით 2:0 დასრულდა.

იხილეთ მატჩის მიმოხილვა 

 

პირდაპირი რეპორტაჟი

სიონი – დილას დაპირისპირების პირდაპირ რეპორტაჟს, ეროვნული ლიგის ოფიციალური ვებ-გვერდი, ELIGA.GE და ტელეკომპანია 02 შემოგთავაზებთ.

 

 

2019-10-04T21:43:57+00:00