დილა – ჩიხურა | მატჩის წინ

დილა – ჩიხურა | მატჩის წინ

17 ოქტომბერს, ეროვნული ლიგის მე-13 ტურში, დილა საკუთარ მოედანზე საჩხერის  ჩიხურას უმასპინძლებს. ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების გამო, მატჩი მაყურებლის  გარეშე გაიმართება და მას მხოლოდ ოფიციალური პირები  დაესწრებიან.

სატურნირო მდგომარეობა მატჩამდე

მატჩამდელი მდგომარეობით დილას 12 ტურის შემდეგ 20 ქულა აქვს მე-4 პოზიციაზეა და ლიდერ ბათუმის დინამოს 3 ქულით ჩამორჩება. ჩვენს ხვალინდელ მეტოქეს კი ამდენივე თამაშის შემდეგ 6 ქულა აქვს და ბოლოს წინა, მე-9 პოზიციაზე იმყოფება.

ბოლო დაპირისპირება ეროვნულ ლიგაში 

ამ გუნდების ბოლო შეხვედრა, მიმდინარე სეზონის მე-4 ტურში შედგა და ჩვენი გამარჯვებით 2:0 დასრულდა. იმ შეხვედრაში დუბლი მიკოლა კოვტალიუკმა გაიფორმა

გავიხსენოთ მატჩი 

დილაჩიხურას დაპირისპირება გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის არენაზე  18:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს ELIGA.GE შემოგთავაზებთ.

2020-10-16T16:53:02+00:00