დილა VS სიონი – პრევიუ

დილა VS სიონი – პრევიუ

დღეს, 31 მარტს, ეროვნული ლიგის მე-4 ტურის მატჩში, გორის ,,დილა”  ბოლნისის ,,სიონს” უმასპინძლებს.

ჩვენი გუნდი აღნიშნულ შეხვედრას  ოპტიმალური შემადგენლობით ხვდება.

აქამდე ჩატარებულ 3 შეხვედრაში ,,დილას” 1 გამარჯვება, 1 ფრე და 1 მარცხი აქვს, ანალოგიური სტატისტიკით ხვდება მატჩს ბოლნისური გუნდიც.

შესაბამისად გუნდებს, გათამაშების ცხრილში თანაბარი, 4-4  ქულა აქვთ და  მე-5 მე-6 პოზიციებს ინაწილებენ.

ეროვნული ლიგის ეგიდით ჩატარებული უკანასკნელი შეხვედრა, ჩვენმა გუნდმა ,,საბურთალოსთან” თბილისში, 0-2 დათმო, ,,სიონი” კი ფოთის ,,კოლხეთს” უგოლოდ დაუზავდა.

მას შემდეგ, რაც საქართველოს ჩემპიონატი ახალი სახელითა და სისტემით ტარდება, ეს გუნდები ერთმანეთს პირველად შეხვდებიან.

მატჩის მთავარი არბიტრი ბაკურ ნინიუა იქნება, ასისტენტები : ი. კაკაბიძე. ი მაჩიტაძე. მოეთხე სათადარიგო არბიტრი კ. გიორგაძე

შეხვედრა გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე 20 :30 წუთზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს ეროვნული ლიგის ოფიციალური ვებ-გვერდი შემოგთავაზებთ.

2018-03-31T14:50:46+00:00