დინამო თბილისი – დილა : მატჩის წინ

დინამო თბილისი – დილა : მატჩის წინ

29 აგვისტოს, crystalbet ეროვნული ლიგის 26 ტურის მატჩში, ჩვენი გუნდი ჩემპიონატის ერთ ერთ ლიდერ, თბილისის დინამოს ესტუმრება.

სატურნირო მდომაროება 

მატჩამდელი მდგომარეობით, დილას 25 ჩატარებული მატჩის შემდეგ, 27 ქულა აქვს და მე-8 პოზიციაზე იმყოფება, თბილისელებს კი ევრო ტურნირების მიმდინარეობისას გადადებული მატჩების გამო, 24 შეხვედრა აქვთ გამართული და 48 ქულით მე-2 პოზიციაზე არაინ.

ურთერთშეხვედრები მიმდინარე სეზონში 

მიმდინარე სეზონში  ეს გუნდები 2 ჯერ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, პირველი მატჩი ჩემპიონატის მე-8 ტურში, თბილისში შედგა და მასპინძელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა.

იხილეთ ვიდეო

 

მეორე მატჩი კი გორში, თენგიზ ბურჯანაძეზე, მე-17 ტურში გაიმართა და ასევე თბილისელთა მგამარჯვებით 3:2 დასრულდა.

იხილეთ ვიდეო

 

დანაკლისი

ხვალინდელ შეხვედრას ჩვენი გუნდიდან გიორგი კუცია გამოტოვებს, ვინაიდან იგი თბილისის დინამოს საკუთრებაა და საკუთარი გუნდის წინააღმდეგ შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

პირდაპირი რეპორტაჟი

დინამო  – დილას მატჩი 29 აგვისტოს, 20:00 საათზე, დინამო არენაზე  გაიმართება და მისი ხილვა ELIGA.GE ზე და ტელეკომპანია 02 ეთერში შეგეძლებათ.

2019-08-28T19:26:46+00:00