დინამო თბილისი – დილა : მატჩის წინ

დინამო თბილისი – დილა : მატჩის წინ

5 ივლისს, ეროვნული  ლიგის მე-18 ტურის მატჩში, დილა თბილისის ,,დინამოს ესტუმრება.

აღნიშნული შეხვედრა როგორც აფიშით, ისე სატურნირო  ცხრილის თვალსაზრისით უაღრესად პრინციპულია, გასული  17 ტურის შემდეგ თბილისის დინამო 35 ქულით მე-2 პოზიციაზეა დილას კი 1 ქულით ნაკლები აქვს და მე-3 პოზიციას იკავებს, შესაბამისად გამარჯვების შემთხვევაში, ჩვენი  გუნდი  მეორე წრეს მე-2 ადგილზე დაასრულებს.

ურთერთშეხვედრები 

ეს გუნდები ერთმანეთს საქართველოს ჩემპიონატების ეგიდით 60-ჯერ შეხვდნენ აქედან 43 მატჩი მოწინააღმდეგის, 4 კი ჩვენი გუნდის გამარჯვებით დასრულდა, 13 შეხვედრაში კი  გუნდები ფრეზე გაიყარნენ. სწორედ ფრე იყო ამ გუნდების უკანასკნელი  დაპირისპირების შედეგიც, აღნიშნული შეხვედრა გორში  გაიმართა და 1-1 დასრულდა, თავი დილას მხრიდან ლევან ნონიკაშვილმა,  დინამოდან კი ბუდუ ზივზივაძემ გამოიჩინა.

იხილეთ გოლები 

დილა-დინამო

უკანასკნელი დაპირისპირება დილას და თბილისის დინამოს შორის ფრედ, 1-1 დასრულდათავი დილას მხირდან ლევან ნონიკაშვილმა გამიჩინა. მომდევნო მატჩი ამ გუნდებს შორის, 5 ივლისს დინამო არენაზე შედგება#წამოდითბილისში #უქომაგედილას

Posted by FC Dila Gori on ორშაბათი, 02 ივლისი, 2018

 

ბოლო მატჩები ეროვნულ ლიგაში 

გასულ  ტურში ორივე გუნდმა 3 ქულის მოპოვება მოახერხა, დილამ საკუთა მოედანზე თბილისის ,,ლოკომოტივი ” დრამატულ ბრძოლაში, 3-2 დაამარცხა, დინამომ კი უხვგოლიან  მატჩში ფოთის კოლხეთს სტუმრად, 6-3 მოუგო.

დანაკლისი 

დილა დისკვალიპიკაციის გამო ცენტრალური მცველი, გია ჩადუნელი  დააკლდება, რომელმაც წინა შეხვედრაში  2 ყვითელი  ბარათი  მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა,

ანონსი 

დილა დინამოს მატჩი 5 ივლისს, 21:00 საათზე, დინამო არენაზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს ეროვნული  ლიგის ოფიციალური  ვებ გვერდი, (ELIGA.GE ) შემოგთავაზებთ.

ფოტო: დინამო თბილისი 

 

2018-07-03T14:54:43+00:00