ეროვნული ლიგა 2021 ,,დილამ” ბრინჯაოს მედლებით დაასრულა

ეროვნული ლიგა 2021 ,,დილამ” ბრინჯაოს მედლებით დაასრულა

ეროვნული ლიგის 2021 წლის გათამაშება ,,დილამ” ბათუმში ფრით დაასრულა. გათამაშების ცხრილში 61  ქულა დააგროვა და მე-3 პოზიცია დაიკავა, რის დამსახურებითაც მომავალი წლის ზაფხულში უეფას კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზებს.

რაც შეეხება უშუალოდ თამაშს, აღნიშნულ მატჩს ბათუმელები ჩემპიონების რანგში შეხვდნენ რამაც სტადიონზე არაჩვეულებრივი  ატმოსფერო შექმნა და მთელი მატჩის განმავლობაში ტრიბუნებზე თვალსასეირო სანახაობას ვხედავდით, შეხვედრაში ანგარიში 23- წუთზე ბენჟამინ ტეიდმა გახსნა, რასაც 56 -ე წუთზე ვანდერსონ სილვას ზუსტად შესრულებული თერთმეტმეტრიანი მოჰყვა, 1:1.  10 წუთში გრიგოლ  ჩაბრაძემ საკუთარი გუნდი კიდევ ერთხელ დააწინაურა, 2:1. მატჩში საბოლოო წერტილი კი თორნიკე კაპანაძემ ეფექტური თავურით 71-ე წუთზე დასვა და მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა.

მატჩის დასრულების შემდეგ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ჩვენი გუნდი ბრინჯაოს მედლებით დააჯილდოვა, ბათუმელებმა კი საჩემპიონო ფარი ჩაიბარეს.

მატჩის მიმოხილვა

 

ფოტოები : ეროვნული ლიგა. 

2021-12-04T16:18:02+00:00