ეროვნული ლიგის მე-10 ტური: ფრე მოქმედ ჩემპიონთან

ეროვნული ლიგის მე-10 ტური: ფრე მოქმედ ჩემპიონთან

6 მაისს ეროვნული ლიგის გათამაშების, მე- 10 ტურის მატჩში, ჩვენმა გუნდმა გათამაშების მოქმედ ჩემპიონს, ქუთაისის ტორპედოს უმასპინძლა და 1-1 დაუზავდა.

შეხვედრის პირველი ტაიმი ნაკლებად სანახობრივი გამოდგა, ორივე  გუნდი ცდილობდა ტერიტორიული უპირატესობის მოპოვებას, შესაბამისად მთავარი ბრძოლა ცენტრალურ ზონაში მიმდინარეობდა, ტაიმის მეორე ნახევარში მეტოქემ ზეწოლა გააძლიერა და შედეგიც მიიღო, შეხვედრის 35-ე წუთზე საჯარიმოში შესულ თენგიზ წიქარიძეს, ლევან ნონიკაშვილი შეეჯახა, შეხვედრის მთავარმა არბიტრმა, არსენ ნონიკაშვილმა კი დილას კარში თერთმეტმეტრიანი დანიშნა, რომელიც გოლად ოლეგ მამასახლისმა აქცია, 0-1. 

პირველი ტაიმის ბოლოს გიორგი  დარასელიას შეხვედრაში იძულებითი ცვლილების გაკეთება მოუწია, ტრავმის გამო მოედნიდან გასული ანზოირ სუხიაშვილის ნაცვლად თამაშში, ჰოლანდიელი ალვინ ფორტესი ჩაერთო.

შეხვედრის პირველი ტაიმში ანგარიში აღარ შეცვლილა და იგი სტუმართა მინიმალური უპირატესობით დასრულდა, მეორე ტაიმის სტარტიდან კი დილამ სისწრაფეებს უმატა, რამაც შედეგი, 56 წუთზე გამოიღო, მარჯვენა ფლანგიდან ფორტესის გამოზომილ ჩაწოდებულს ლეანდრო რიბეირო  კარგად გამოეხმაურა და თავური დარტყმით ანგარიში  გაათანაბრა, 1-1.

დილამ აქტიურობა ამის შემდეგაც გააგრძელა და მოსაგებად გაიწია, თუმცა დაცვაში მეტოქის ორგანიზებულმა თამაშმა და სივრცეების შეზღუდვამ ამის საშუალება აღარ მოგვცა და საბოლოოდ გუნდებმა ქულები გაიყვეს.

ამ  ფრის შემდეგ დილა 17 ქულით ცხირლის მე-4 პოზიციაზე რჩება, შემდეგ მატჩს კი ჩვენი გუნდი უშუალო კონკურეტნ საჩხერის ,,ჩიხურასთან” ჩაატარებს, რომელიც მე-3 ადგილზე იმყოფება და დილას 2 ქულით უსწრებს.

მატჩი 12 მაისს ივანწიმინდის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართება.

2018-05-07T20:44:04+00:00