ეროვნული ლიგის პირველი წრე დინამოსთან ფრით დავასრულეთ

ეროვნული ლიგის პირველი წრე დინამოსთან ფრით დავასრულეთ

2 მაისს გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე, ეროვნული ლიგის მე-9 ტურის შეხვედრაში, ჩვენმა გუნდმა  თბილისის დინამოს უმასპინძლა და 1-1 დაუზავდა.

პირველ ტაიმში მომენტები ორივე კართან იქმნებოდა და თამაშს გარდამავალი ხასიათი ჰქონდა.

შეხვედრაში ანგარიშის გახსნა, სტუმრებმა 24- წუთზე მოახერხეს, ოთარ კიტეიშილის გადაცემა ბუდუ ზივზივაძემ კარგად შეირგო და საკუთარი გუნდი  დააწინაურა.

წონასწორობის აღდგენა ჩვენმა გუნდმა 9  წუთში მოახერხა,  გიორგი  ფანცულაიას დარტყმის შემდეგ სტუმართა მეკარე – დიმიტრი ბულისკირიამ ბურთი მოიგერია, დამატებაზე კი ლევან ნონიკაშვილი გაერკვა სიტუაციაში ძალიან კარგად და საბოლოო ანგარიში, 1-1 დააფიქსირა.


მიუხედავად იმისა რომ შეხვედრაში მეტი გოლი აღარ გასულა თამაში მეორე ტაიმშიც კარგი საყურებელი გამოდგა და  ანალოგიურ ვითარებაში, ორმხირივი  შეტევებით წარიმართა.

 “დილა” შედარებით მწვავედ უტევდა. გორელები რამდენჯერმე ახლოს იყვნენ გოლთან, მაგრამ გადამწყვეტ მომენტებში სიზუსტე ღალატობდათ…

აღსანიშნავია ისიც რომ, არბიტრმა ჯენერი ხორავამ თამაშის დასრულებამდე 15 წუთით ადრე, ორი ყვითელი ბარათის გამო, მინდვრიდან ლუკა რაზმაძე გააძევა. მიუხედავად ამისა გიორგი დარასელიამ თავდასხმის ხაზი კიდევ უფრო გააძლიერა, თუმცა თამაში გარდატეხის შეტანა ვეღარ შეძლო.

შეხვედრის მიწურულს მიკოლა კოვტალიუკი, სათამაშო ეპიზოდში, სტუმართა კიპერს შეეჯახა, რასაც დინამოს მცველ ლაშა თოთაძის გაღიზიანება და ფეხბურთელთა შორის მომხდარი დაპირისპირება მოყვა. შეხვედრის დასრულების  შემდეგ ჯენერი ხორავამ, მიკოლა კოვტალიუკს  ყვითელი ლაშა თოთაძეს კი წითელი ბარათი უჩვენა.

ინციდენტი მოხდა გულშემატკივართა შორისაც, სტუმართა გულშემატკივრებმა სტადიონის ინფრასტრუქტურა დააზიანეს, თუმცა სამართალდამცავების დროული და ეფექტური ჩარევით, ინციდენტი მალევე ამოიწურა.
აღნიშნულზე ფეხბურთის ფედერაცია  უახლოეს დღეებში იმსჯელებს.

2018-05-03T17:42:49+00:00