ვიტ ჯორჯია – დილა : მატჩის წინ

ვიტ ჯორჯია – დილა : მატჩის წინ

დღეს Crystalbet ეროვნული  ლიგის მე-10 ტურის მატჩში დილა თბილისის ვიტ ჯორჯიას ესტუმრება, მატჩს მიხელ მესხის სათადარიგო არენა უმასპინძლებს. ამ მატჩს ორივე გუნდისთვის უაღრესად დიდი მნიშველობა აქვს, თუ დილა  გამარჯვებას შეძლებს, ცხრილში როგორც მინიმუმ სწორედ ვიტ-ჯორჯიას გაუთანაბრდება ქულათა რაოდენობით  და ორივე გუნდს 11 ქულა დაუგროვდება, ბურთების უკეთესი სხვაობის შემთხვევაში შესაძლოა გასავარდნ ზონასაც ჩამოცილდეს და ადგილი სწორედ ,,ვიტს” გაუცვალოს, ამიტომ ეს მატჩი დღევანდელი  მასპინძლებისთვისაც დიდ დატვირთვას ატარებს.

დანაკლისი

დღევანდელ შეხვედრას წინა ტურში მიღებული წითელი ბარათის გამო ჩვენი ლეგიონერი, დიდიე კოუგბენია გამოტოვებს.

ეს გუნდები ჩემპიონატის პირველ ტურში უკვე დაუპირისპირდნენ ერთმანეთს  და მაშინ თენგიზ ბურჯანაძეზე გამარჯვება ვიტ- ჯორჯიას დარჩა, 0-1.

პირდაპირი ტრანსილაცია 

ვიტ ჯორჯია – დილას  დაპირისპირება 21:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს ELIGA. GE და საკაბელო ტელევიზია 02 შემოგთავაზებთ.

არბიტრები

მატჩის მთავარი არბიტრი გიორგი ვადაჩკორია იქნება, მას  გიორგი ელიკაშვილი  და ლევან თოდრია დაეხმარებიან, მატჩის მეოთხე არბიტრი კი  ტარიელ რუხაია იქნება.

 

2019-04-25T14:12:52+00:00