ზედიზედ მეოთხე გამარჯვება – დილამ ტორპედო დაამარცხა

ზედიზედ მეოთხე გამარჯვება – დილამ ტორპედო დაამარცხა

ეროვნული ლიგის 33-ე ტურში დილა ქუთაისის ტორპედოს ესტუმრა და მეტოქე 3:0 დაამარცხა. შეხვედრის მთავარი მოვლენები მეორე ნახევარში განვითარდა, მატჩში ანგარიში 55-ე   წუთზე, გუნდის კაპიტანმა ნიკა გაგნიძემ გახსნა, რასაც აქტიურობის გაგრძელება და ზუსტად 20 წუთში ფრანცისკო მადინგას მეორე გოლი მოჰყვა, მან ოუსმნე კამარას გადაცემა შეირგო. მატჩის საბოლოო ანგარიში კი მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, ირაკლი ბიძინაშვილმა დააფიქსირა.

ამრიგად დილამ გათამაშების ცხრილში 56  ქულა დააგროვა და მესამე პოზიცია გაიმყარა. ჩვენი გუნდი მომდევნო ტურის მატჩს 6 ნოემბერს საკუთარ მოედანზე, თბილისის დინამოს წინააღმდეგ ჩაატარებს.

მატჩის მიმოხილვა

2021-11-01T14:21:50+00:00